,,ქვეყნის პრობლემაა არა ბარიერი, არამედ ოლიგარქის მიერ პოლიტიკური ძალა-უფლების უზურპაცია”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:
_ მე უდიდესი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც გვილოცავს ბარიერის გაუქმებას იმ იმედით, რომ ახლა მაინც თურმე გარანტირებულად მოვხვდებით პარლამენტში.
მეგობრებო, მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ლეიბორისტული პარტიისათვის ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული პრობლემები ობიექტურად არასოდეს არ არსებობდა. უბრალოდ, ყველა რეჟიმის მმართველი ელიტა და ოლიგარქია პირდაპირი გაგებით არ გვიშვებდა პარლამენტში.
აგერ———1999 წელს გადავლახეთ 7 პროცენტიანი ბარიერი,მ აგრამ დაგვიწერეს 6.99, 2003 წელს–———ავიღეთ 25 პროცენტზე მეტი,დაგვიწერეს 12.4,ესაც ებევრათ და საერთოდ დაგვითხოვეს პარლამენტიდან, 2004——–გადავლახეთ ბარიერი კვლავ გაგვიყალბეს, დაგვაკლეს 0.1 პროცენტი. 2008——–ავიღეთ 15 პროცენტამდე,დაგვიწერეს 7.44. 2012——-ივანიშვილის ბრჭყვიალა დოლარებმა მთელი ხალხი გააქცია ოცნებისკენ, წავაგეთ, ავიღეთ 2 პროცენტამდე, არ გაუყალბებიათ, 2016——გადავლახეთ ბარიერი, მაგრამ წინასწარ ივანიშვილმა ტელევიზიით დაიფიცა,რომ არ შეგვიშვებდა პარლამენტში, შეასრულა. ამდენად ჩვენი და მთელი ქვეყნის პრობლემაა არა ბარიერი,არამედ ოლიგარქიუის მიერ პოლიტიკური ძალა-უფლების უზურპაცია.