საინტერესო

,,ქართულმა ოცნებამ” 316 000 დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯა

მარიამ წიწიკაშვილი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
24 დეკემბერი 2019წ

20 დეკემბერს სოციალურ ქსელმა Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული
ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) წაშალა.
ამის მიზეზი წაშლილი ანგარიშების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა
გახდა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის
თანახმად, რომელიც Facebook-თან თანამშრომლობს და მას დეზინფორმაციული
კამპანიების შესახებ ინფორმაციას აწვდის, აღნიშნულ გვერდებზე მკვეთრად ანტიამერიკული შინაარსის შემცველი პოსტებიც ვრცელდებოდა. Facebook-ის
განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი
ადამიანები ცდილობდნენ, თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა
დაეფარათ, მათი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო
კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. ამ
გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე
რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს.
რას გულისხმობს Facebook-ის პოლიტიკა „კოორდინირებული და არაავთენტური
ქცევის“ მიმართ?
Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჰერი
ამ ქცევას შემდეგნაირად განმარტავს: „კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა
წარმოადგენს ისეთ ქმედებას, როდესაც გვერდები ან ადამიანები მუშაობენ ერთი
სცენარით, რათა მომხმარებლები მათი საქმიანობისა და იდენტობის შესახებ
შეცდომაში შეიყვანონ“. Facebook-ის სტანდარტების მიხედვით, არაავთენტურ
ქმედებად ითვლება და შესაბამისად, აკრძალულია შემდეგი:
• მრავალი Facebook ანგარიშის (პროფილის) გამოყენება და მათი გაზიარება
სხვადასხვა ადამიანებს შორის;
• სხვებისთვის ზიანის მიყენების მიზნით, Facebook-ისა და Instagram-ის
რეპორტინგის (reporting) სისტემის არასწორად გამოყენება;
• არაავთენტურ საქმიანობაში ჩართვა, რომელიც განისაზღვრება როგორც
Facebook ან Instagram ანგარიშების (პირადი ანგარიში, გვერდები, ჯგუფები და
ღონისძიებები (events)) გამოყენება მომხმარებლების ან Facebook-ის შეცდომაში
შესაყვანად:
o პირის ვინაობის, სუბიექტის წარმოშობის მიზნის შესახებ;
o Facebook-ის ან Instagram-ის კონტენტის ან ანგარიშების პოპულარობის
შესახებ;
o აუდიტორიის ან თემის (community) წარმოშობის მიზნის შესახებ;
o წყაროს ან კონტენტის წარმოშობის შესახებ;
o Facebook-ის სტანდარტების გვერდის ავლის შესახებ;
• კოორდინირებულ და არაავთენტურ ქმედებაში ჩართვა, რომელიც
განისაზღვრება შემდეგნაირად: Facebook-ის ან Instagram-ის მრავალი
ანგარიშის გამოყენება, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმებულად და რომელთა
მუშაობის ფარგლებში მთავარი რგოლი ყალბი ანგარიშებია;
• უცხო ან ადგილობრივი მთავრობის ჩარევაში მონაწილეობის მიღება,
რომელიც მათ მიერ ორგანიზებული არაავთენტური და კოორდინირებული
ქმედებით ხორციელდება.
საქართველოში 418 ანგარიშის წაშლის მიზეზი ამ ანგარიშების მიერ მომხმარებლების
ორგანიზებულად და მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა გახდა, რაც ამ
ანგარიშების ყალბი პოზიციონირებით ხორციელდებოდა – გვერდები საკუთარ თავს
სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ. ისინი პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების
სააგენტოები და თავს ასაღებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო
პირებად და მედია საშუალებებად, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ყველა ანგარიში
„ქართულ ოცნებასა“ და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“ იყო დაკავშირებული.
20 დეკემბერს, Facebook-მა მსგავსი კოორდინირებული და არაავთენტური
ქმედებების გამო ვიეტნამსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი
გვერდებიც მასობრივად წაშალა. თუმცა ამ შემთხვევებში Facebook-ის განცხადების
თანახმად, არაავთენტური ქმედების კვალი არა ამ ქვეყნების მთავრობებთან, არამედ
ამერიკაში დაფუძნებული მედია საშუალება “BL”-თან მიდის.
Facebook-მა კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის შესახებ გამოძიებები 2018
წლიდან დაიწყო. ქართული ანგარიშების მასობრივ წაშლამდე, მან ხუთი მსგავსად
მასშტაბური ქმედება გამოავლინა. ამ ხუთი შემთხვევიდან, ორ შემთხვევაში Facebookმა ამ ქმედებების ორგანიზატორები დაასახელა:
• რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური – 2018 წლის 21 აგვისტოს წაიშალა
გვერდები, რომლებიც ეხმაურებოდნენ პოლიტიკურ მოვლენებს სირიასა და
უკრაინაში. Facebook-ის განცხადებით, აღნიშნული გვერდები „სირიის მედიის
ცენტრთან“ არიან ასოცირებული, რომელიც ატლანტიკური საბჭოსა და სხვა
ორგანიზაციების მიერ პრორუსულ და ასადის მხარდამჭერი შინაარსის მქონე
ინფორმაციის გავრცელებაში არის მხილებული. Facebook-ის განცხადებით,
აღნიშნული გვერდები შეიძლება რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან იყოს
დაკავშირებული.
• მიანმარის სამხედრო ძალები – 2018 წლის 28 აგვისტოს Facebook-მა წაშალა 425
გვერდი, 17 ჯგუფი, 135 ანგარიში და 15 Instagram ანგარიში, რომლებიც
მიანმარის სამხედრო ძალებთან იყვნენ დაკავშირებული, რომლებიც გაეროს
ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ავტორიზებული გამოძიების შედეგად
ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში არიან ბრალდებულები. მიანმარის
შემთხვევაშიც, აღნიშნული გვერდები მათი ყალბი და შეცდომაში შემყვანი
პოზიციონირების გამო წაიშალა და არა იმ კონტენტის გამო, რასაც
ავრცელებდნენ. წაშლილი გვერდები თავს ასაღებდნენ საინფორმაციო,
გასართობ, სილამაზისა და ე.წ. lifestyle (ცხოვრების სტილის) გვერდებად,
მაშინ, როდესაც სინამდვილეში მიანმარის სამხედროებთან იყვნენ
დაკავშირებული და სამხედრო პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებდნენ.
მიანმარის სამხედრო ძალების გარდა, Facebook-ს აქამდე არცერთი სხვა
კოორდინირებული ქმედება არ გამოუვლენია, რომლის ფარგლებშიც მთავრობა
საკუთარი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.
რა გვერდები წაშალა Facebook-მა საქართველოში?
Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშების დიდი უმრავლესობა (344) გვერდებს
წარმოადგენს. თუმცა ამ წმენდის ფარგლებში 39 პირადი ანგარიშიც წაიშალა,
რომლებიც, სავარაუდოდ, ამ გვერდების ადმინისტრირებაში ჩართულ პირებს
ეკუთვნოდათ. Facebook-ს არ გაუსაჯაროვებია იმ გვერდების სია, რომლებიც გააუქმა.
თუმცა, მკითხველს ვთავაზობთ ნაწილს იმ გვერდებისა, რომლებიც „ფაქტ-მეტრის“
გუნდის მიერ ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღმეგო
მიზანმიმართულ კამპანიებში შეიმჩნეოდა და რომლებიც სოციალურ ქსელში აღარ
იძებნებიან.
სოციალურ ქსელში გაქრა გვერდი checkfact.ge. აღნიშნული გვერდი
თავდაპირველად 2013 წელს გაჩნდა და ის „ფაქტ-მეტრის“ იმიტირებას ცდილობდა.
ის იყენებდა „ფაქტ-მეტრის“ სახელსა და ლოგოს, პოლიტიკურად მოტივირებული
პრინციპით არჩევდა „ფაქტ-მეტრის“ სტატიებს და აზიარებდა. გარდა ამისა, გვერდი
სხვა სახის ინფორმაციასაც ავრცელებდა და მათ სიზუსტეს „ფაქტ-მეტრის“ სახელით
აფასებდა. „ფაქტ-მეტრის“ რედაქციისა და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“
გვერდის სიყალბის მამხილებელი განცხადებების შემდეგ, გვერდმა დროებით
აქტიურობა შეწყვიტა. თუმცა 2014 წლიდან ის შეცვლილი ლოგოთი და სახელით
(checkfact.ge) გააქტიურდა და წყაროს მითითების გარეშე, კვლავ დაიწყო
„ფაქტ-მეტრის“ ცალკეული სტატიების გავრცელება, რომლებიც მათი პოლიტიკური
დღის წესრიგის მიხედვით შეირჩეოდა.
გვერდი 20 ივნისის შემდგომ მიმდინარე აქციების პარალელურად გაქტიურდა. 2019
წლის 31 ივლისს გვერდმა გაავრცელა პოსტი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე
აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად (იხ. ფოტო).
გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია სხვა ყალბი გვერდებისა და ცრუ
მედიების რიტორიკასთან იყო თანხვედრაში, რომლებიც აქციის დისკრედიტაციას
მისი კონკრეტულად ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობასთან“ დაკავშირებით ცდილობდნენ. აღნიშნული კი მმართველი გუნდის
წარმომადგენლების განცხადებებთან სრულ თანხვედრაში მოდიოდა:
გია გაჩეჩილაძე – „ვერ ხედავთ, ვინ დგას დღევანდელი მოვლენების სათავეში,
ხალხი, რომელმაც მთელი ეკონომიკა რუსეთს გადასცა, ეუთო-ს სამიტზე, 2008 წელს
აღიარა, რომ საქართველო დაესხა თავს ცხინვალს“.
სოფო კილაძე – „აქციაზე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყენებს
სამოქალაქო აქტივიზმს ფარად”.
გია ვოლსკი – „აქციებს ის ხალხი ატარებს, ვისაც გახარიამ პარლამენტში შემოჭრის
საშუალება არ მისცა“.
ირაკლი კობახიძე – „200 ნაციონალი ვერ დაბლოკავს პარლამენტის მუშაობას“.
Facebook-დან იმ გვერდების უმეტესობაა წაშლილი, რომლებიც 20 ივნისის აქციების
დისკრედიტაციას ისახავდნენ მიზნად. „ფაქტ-მეტრის“ მიერ 2019 წლის 14 აგვისტოს
გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია გვერდები, რომლებიც აქციის
დელეგიტიმაციას ცდილობდნენ. Facebook-ზე წაშლილი გვერდების მესიჯები,
მსგავსად checkfact.ge-ის პოსტისა, ცდილობდნენ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია
ვიწრო პარტიულ დემონსტრაციად წარმოეჩინათ და ამით მათი მოთხოვნების
დელეგიტიმაცია მოეხდინათ.
მაგალითი 1.
წყარო: on.ge
ფაქტ-მეტრის სტატიაში არსებული 23 გვერდიდან ამჟამად 15 გვერდია გაუქმებული.

ცხრილი 1:
„ფეისბუკ“ გვერდის დასახელება შექმნის თარიღი სტატუსი
1 ვერდაბრუნდებიან 16 ნოემბერი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
2 ერთიანი პროვოკაციული
მოძრაობა
27 აპრილი, 2013 გაუქმებულია/არ
იძებნება
3 პოლიტიკური სანაგვე 27 ივნისი, 2018 გაუქმებულია1
/არ
იძებნება
4 ნაციონალისტის გვერდი 23 აპრილი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
5 ჩვენი დროის გმირი/HEROO 2 აპრილი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
6 ქართული სახელმწიფო 20 მარტი, 2019 გაუქმებულია/არ
იძებნება
7 იყავი და გაგეკეთებინა 2 მარტი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
8 ნაცია-ადამიანი?! 11 ივლისი, 2017 აქტიურია
9 საინფორმაციო
გვერდი/Information Page
4 თებერვალი, 2014 გაუქმებულია/არ
იძებნება
10 ამხილე 16 მაისი, 2013 გაუქმებულია/არ
იძებნება
11 მახსოვს/Makhsovs 6 ივლისი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
12 ფსევდოლიბერალების მხილება 19 მაისი, 2018 აქტიურია
13 ანტი-პარადოქსი 18 მაისი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
14 ეროვნული მედია 2 ნოემბერი, 2018 გაუქმებულია/არ
იძებნება
1 2019 წლის 23 დეკემბრის 12:00 საათის მონაცემებით გვერდი იძებნებოდა. ამჟამად გვერდი
დეაქტივირებულია. თუმცა, Facebook-ის საძიებო სისტემაში იძებნება ამავე სახელწოდებით გვერდი
„პოლიტიკური სანაგვე“. ორიგინალი გვერდი შექმნილი იყო 2018 წლის 27 ივნისს, ხოლო მისი კლონის
შექმნის თარიღია 2019 წლის 30 ივლისი. სავარაუდოდ, გვერდი თავად ადმინისტრატორმა გააუქმა და
ამიტომაც, Facebook-ის მიერ წაშლილ გვერდებში არ მოხვდა.
15 ქართული პრესა 22 დეკემბერი, 2014 გაუქმებულია/არ
იძებნება
16 ივერიის გაბრწყინება 17 მარტი, 2013 გაუქმებულია/არ
იძებნება
17 კარდჰუ 23 ივლისი, 2017 აქტიურია
18 Antilliberal League –
ანტილიბერალური ლიგა
18 მარტი, 2019 აქტიურია
19 ლიბერალიზმი? შენ მეისპე 31 მაისი, 2018 აქტიურია
20 ყბადაღებული საზოგადოება 28 დეკემბერი, 2016 აქტიურია
21 Antiliberal Channel 2 28 აპრილი, 2018 აქტიურია
22 Unofficial Conspiracies 1 ივნისი, 2018 აქტიურია
23 რიტორიკა – Rhetoric 12 მარტი, 2019 გაუქმებულია/არ
იძებნება
2019 წლის 25 ნოემბერს „ფაქტ-მეტრმა“ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა სტატია Facebook
გვერდებზე, რომლებიც აქციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. ამ გვერდების
გააქტიურების ხელახალი ტალღა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების
შემდეგ განახლებულ აქციებს უკავშირდებოდა. ჩამოთვლილი 21 გვერდიდან
წაშლილია 15.

ცხრილი 2.
Facebook გვერდის დასახელება შექმნის თარიღი სტატუსი
გარდამავალი მთავრობა 2019წ. 15 ნოემბერი გაუქმებულია/არ
იძებნება
დედაქალაქი 2016წ. 29 ივნისი აქტიურია
სირცხვილის კორიდორი 2019წ. 21 მაისი აქტიურია
ერთიანი პროვოკაციული
მოძრაობა
2019წ. 27 აპრილი გაუქმებულია/არ
იძებნება
იყავი და გაგეკეთებინა 2018წ. 2 მარტი გაუქმებულია2
/არ
იძებნება
Infomedia+ 2019წ. 12იანვარი გაუქმებულია/არ
იძებნება
მეხუთე კოლონა 2019წ. 3 აპრილი გაუქმებულია/არ
იძებნება
პოლიტიკური სამრეცხაო 2019წ. 25 აპრილი გაუქმებულია/არ
იძებნება
არ დაივიწყო წარსული 2017წ. 21 ივლისი გაუქმებულია/არ
იძებნება
პოლიტიკური სააშკარაო 2019წ. 14 იანვარი გაუქმებულია/არ
იძებნება
მიმისტრი 2019წ. 18 თებერვალი გაუქმებულია/არ
იძებნება
მახსოვს/Makhsovs 2018წ. 18 ივლისი გაუქმებულია/არ
იძებნება
გიორგი აღაპიშვილის ბლოგი 2019წ. 22 ივლისი გაუქმებულია/არ
იძებნება
NEWS-FRONT.INFO 2019წ. 13 ოქტომბერი აქტიურია
2 2019 წლის 23 დეკემბრის 12:00 საათის მონაცემებით გვერდი იძებნებოდა. ამჟამად გვერდი
დეაქტივირებულია. თუმცა, Facebook-ის საძიებო სისტემაში ამავე სახელწოდებით გვერდი იძებნება,
სავარაუდო კლონი. ორიგინალი გვერდის შექმნის თარიღი 2018 წლის 2 მარტია, ხოლო
კლონირებული გვერდის – 2019 წლის 30 ივლისი. სავარაუდოდ, გვერდი თავად ადმინისტრატორმა
გააუქმა და ამის გამო, Facebook-ის მიერ წაშლილ გვერდებში არ მოხვდა.
CAUCASUS NEWS REPORT 2019წ. 17 ივლისი გაუქმებულია/არ
იძებნება
ნაცია-ადამიანი? 2017წ. 11 ივლისი აქტიურია
Unofficial Conspiracies 2018წ. 1 ივნისი აქტიურია
ეროვნული მედია 2018წ. 2 ნოემბერი გაუქმებულია
გრიგოლ შტაბკვარწირა 2018წ. 20 ივლისი აქტიურია
ორი გვამი უნდათ 2018წ. 15 ნოემბერი გაუქმებულია3
მოცემული ჩამონათვალის მიხედვით, ჯამურად Facebook-ზე აღარ იძებნება 26
გვერდი.
ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში სოციალური მედიის მანიპულაციის
შესახებ საუბრობდნენ
მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე ხელისუფლებასთან დაკავშირებული
გვერდების მხრიდან წარმოებული კამპანიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების
დროს გააქტიურდა, აშკარაა, რომ ამ გვერდების ნაწილი ჯერ კიდევ 2013 წლიდან
ამოქმედდა. თუმცა, აღნიშნულმა კამპანიებმა 2018 წლიდან მასშტაბური სახე მიიღო.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოციალური მედიის მონიტორინგს
ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც მათ შორის ცრუ საინფორმაციო სააგენტოს
ტიპის გვერდები გამოვლინდა, რომლებიც თავს მედიებად ასაღებდნენ და
სინამდვილეში პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიას
ეწეოდნენ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქართული ანგარიშების წაშლის შემდეგ,
Facebook-ის წარმომადგენლები ISFED-ის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ. როგორც
მიხეილ ბენიძე აცხადებს „Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, წაშლილი
3 2019 წლის 23 დეკემბრის 12:00 საათის მონაცემებით გვერდი იძებნებოდა. ამჟამად გვერდი
დეაქტივირებულია. თუმცა, Facebook-ის საძიებო სისტემაში იძებნება ამავე სახელწოდებით გვერდი
„ორი გვამი უნდათ“. ორიგინალი გვერდი შექმნილი იყო 2018 წლის 15 ნოემბერს, ხოლო მისი კლონის
შექმნის თარიღია 2019 წლის 29 ივლისი. სავარაუდოდ, გვერდი თავად ადმინისტრატორმა გააუქმა და
ამის გამო, Facebook-ის მიერ წაშლილ გვერდებში არ მოხვდა.
გვერდები ავლენდნენ კოორდინაციის მაღალ ხარისხს და ცალსახად იკვეთებოდა
კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. Facebook კვლავაც გააგრძელებს
არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე
კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან
დაკავშირებით“.
Facebook-ის მიერ „ქართული ოცნებისა“ და სარეკლამო კომპანია „პანდას“ მიერ
მართული გვერდების გაუქმებამდე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია
Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური
ანგარიშში საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ტროლები და ბოტები, რომლებიც
ძირითადად საქართველოს მთავრობასთან არიან დაკავშირებული, განსაკუთრებით
2018 წლის ივნისის საპროტესტო აქციებისას და საპრეზიდენტო არჩევნების დროს
გააქტიურდნენ”. ანგარიშში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და მედიის განვითარების ფონდის (MDF)
კვლევებია მიმოხილული, სადაც სოციალურ ქსელ Facebook-ში პროსახელისუფლებო
გვერდებსა და ანგარიშებზეა ყურადღება გამახვილებული.
2019 წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გამოყენებაზე
საუბრობს ასევე ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტი. ოქსფორდის უნივერსიტეტის
კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში „გლობალური დეზინფორმაციის წესრიგი:
სოციალური მედიის ორგანიზებული მანიპულაციის 2019 წლის გლობალური სია“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთია იმ 70 ქვეყნიდან,
სადაც სოციალური მედია და კომპიუტერული პროპაგანდა საზოგადოებრივი
განწყობების ფორმირებისთვის გამოიყენება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში
მსგავს საქმიანობაში სახელმწიფო ინსტიტუტები, კერძო კომპანიები და სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციები არიან ჩართულები.
ანგარიშის მიხედვით, მანიპულაციის ეს წყაროები ბოტებს4 და რეალურ ადამიანების
მიერ მართულ ყალბ ანგარიშებს იყენებენ.
4 ბოტი – სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილი, რომელსაც რეალური
პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს.
ყალბი ანგარიშების საკომუნიკაციო სტრატეგიად დეზინფორმაცია, ტროლინგი და
გამავრცელებელი კონტენტი (ე.წ. amplifying content – ჰეშთეგების და სხვა ტექნიკების
გამოყენებით მესიჯების მასობრივად გავრცელება) გამოიყენება.
რა შეიძლება იყოს სწორი ნაბიჯი Facebook-ის მიერ გამოვლენილი მასობრივი
მანიპულაციის საპასუხოდ?
როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, Facebook-ის მიერ ჩატარებულმა
გამოძიებამ დაადასტურა ის ეჭვები, რომლებსაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო
კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მხრიდან
სოციალური მედიის მავნე და მანიპულაციური გამოყენების შესახებ აქამდეც
გამოთქვამდნენ.
Facebook-ის განცხადება საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა გამოძიების დასაწყესად.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს გამოვლენილი
ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე
დანაშაულის ნიშანს შეიცავს და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, გამოძიება
უნდა დაწყებულიყო შემდეგი მუხლების საფუძველზე: სისხლის სამართლის
კოდექსის 194-ე მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესახებ, 182-ე მუხლი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ქონების მითვისებისა ან გაფლანგვის
შესახებ, 333-ე მუხლი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ,
1443
-ე მუხლი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. 1571
-ე მუხლი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შესახებ, 2393
-ე მუხლი ძალადობრივი
ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების შესახებ და 342 მუხლი უკანონო შემოსავლების
შესახებ.
დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუტები კონსტიტუციის შესაბამისად
და არა ვიწრო პარტიული თუ ერთი ადამიანის არაფორმალური გადაწყვეტილებების
მიხედვით მოქმედებენ, Facebook-ის მიერ გამოვლენილი ფაქტების საპასუხოდ
საპარლამენტო კომისია შეიქმნებოდა5
, რომელიც საკითხს ღიად და გამჭვირვალედ
5 როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის
ჩარევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, აშშ-ში დამოუკიდებელი პროკურორის მიულერის და
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელობით სპეციალური გამოძიება დაიწყო. გარდა
ამისა, სენატსა და კონგრესში საკომიტეტო გამოძიებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის
სოციალური მედიისა და საინტერნეტო კომპანიებთან მოსმენები შედგა, რომლებიც რუსეთის მხრიდან
ორგანიზებული ჩარევისას მანიპულაციის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმებად იქცნენ.
შეისწავლიდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტში 2019
წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ
მოკვლევის ჯგუფი, რომლის მიზანსაც დეზინფორმაციის და პროპაგანდის
საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევების და პრობლემების
გამოკვლევა, გაანალიზება და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის
გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების პროექტის მომზადება წარმოადგენს.
Facebook-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები აღნიშნული მოკვლევის ჯგუფის
საქმიანობას ფასადურს გახდის, თუკი საბოლოო ანგარიშში ამგვარ ფაქტებთან
დაკავშირებით ადეკვატური ნაბიჯების (მაგ.: დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი
გამოძიების ჩატარება) შესახებ რეკომენდაცია არ იქნა ასახული.
იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას ფლობს
პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც Facebook-ის მიერ გამოვლენილი
არადემოკრატიული და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებაში
მხილებული მთავარი სუბიექტია, საპარლამენტო კომისიის შექმნა და/ან
საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების
გადადგმა, ნაკლებ სავარაუდოა. უფრო მეტიც, კოკა ყანდიაშვილმა, რომელიც 2013
წლამდე პრემიერ-მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს
ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
საქართველოს მთავრობის კონსულტანტი იყო, Facebook-ის გამოძიების საპასუხოდ
გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში დაანონსა, რომ „ქართული ოცნების
მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ბევრად უფრო აქტიურები გახდებიან და
ნაციონალური მოძრაობის მხილების გაორმაგებული მონდომებით გააგრძელებენ“.
არანაკლებ ცინიკური და შემაშფოთებელი იყო „ქართული ოცნების“
წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც Facebook-ის განცხადებაზე პასუხისას
კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრეს. მამუკა მდინარაძემ განაცხადა,
რომ „ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივი (თავისი „ბოტ-ტროლებით“ და
„ფეიკ-გვერდებით“) ისტერიულად არეპორტებს ყველა იმ Facebook მომხმარებელს და
გვერდს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას სახელისუფლებო წრეების მიმართ“
და სწორედ ამას მიაწერა Facebook-ის მხრიდან ყალბი ანგარიშების მასშტაბური
წაშლა. უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა არ გამორიცხა, რომ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ცალკეული გვერდები და შემდეგ თავად
დაარეპორტა ისინი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით
კი, Facebook-ზე არაავთენტურ ქმედებას „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური
სუბიექტები აფინანსებდნენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ და ირაკლი
კობახიძემ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის რეგულირების საჭიროებაზეც
ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ
პარლამენტში კანონპროექტების პაკეტია ინიცირებული, რომელიც მათ შორის
სატელევიზიო სივრცეში „გინებას“ უპასუხებს. გაურკვეველია, თუ რა
კანონპროექტზე6 საუბრობს კობახიძე, თუმცა სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ბ-ნ
კობახიძეს განცხადებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო
არაფერი აქვს და ის რეალურად მმართველი პარტიისათვის მიუღებელი და
კრიტიკული მედია საშუალებებისათვის ცენზურის დაწესებას და მუქარას
გულისხმობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close