საზოგადოება

,,ქალბატონო პრეზიდენტო! დაეხმარეთ ქვეყანას და გაუშვით ესენი სახლში, სანამ ჩვენ გავუშვებთ სხვანაირად”

ირაკლი ჟვანია, ხელოვანი:

_ გავრილოვის იმ სკამში ჩაჯდომა ლოგიკური გაგრძელებაა იმის, რასაც ვუყურებთ ბოლო წლებია. არაფრის არ ცოდნა, ჩაძირული ეკონომიკა, ბიუჯეტის ვერ ხარჯვა, საკუთარ კომფორტზე აგებული “საპარლამენტო ცხოვრება”, გაზრდილი ფასები და ჯარიმები, ხალხის სრული დემორალიზაცია და უიმედობა, გაჩერებული პროექტები და ერთი კაცის სურვილზე აგებული ჩვენი ცხოვრება. პარლამენტი რომ ესეთი გვეყოლება, ქვემოთ დონეზე საერთოდ რა ხდება….
წადით სახლებში. წადით მმართველობიდან.
აცალეთ ამ ქვეყანას იცხოვროს.
პრეზიდენტს ეყოს გამბედაობა და დაშალოს ეს ქვეყნის უბედურება სახელად ამ მოწვევის პარლამენტი.
ყველა მხარს დაგიჭერთ, ქალბატონო სალომე SalomeZourabichvili??
ესენი უფსკრულში გადაგვჩეხავენ თუ რაიმე ზომა არ მიიღეთ.
ნუ შეგვეშინდება ნურაფრის.
ეს ქვეყანა ყველასია, და არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩვენს ცხოვრებაზე ექსპერიმენტები ატაროს. სახლში ჩაატარონ ექსპეტიმენტები.
ქალბატონო პრეზიდენტო!
დაეხმარეთ ქვეყანას და გაუშვით ესენი სახლში. სანამ ჩვენ გავუშვებთ სხვანაირად.

Related Articles

Back to top button
Close