დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:
_ საქართველოში ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის…
ხალხი ჩაფიქრებულია:
“მთლად უარესსა” და “მთლად უარესსზე უარესს” შორს
რომელი “აირჩიოს” (ეეჰ, ცუდსა და უფრო ცუდს შორის არჩევის შესაძლებლობა კაი ხანია აღარაა.
სადაა “გამოსავალი?
ადამიანებს იმის გააზრებაც კი არ უნდათ, რომ 27 წელია 2000 კაცი, ხან “მოქკავშირის”, ხან “ნაცმოძრაობისა” და ხანაც “ოცნების” სახელით… სულ ხელისუფლებაში რომ არის და აქედან არაფერი სახეირო არასდროს გამოვა…
გონიერი ადამიანი არასდროს ირჩევს
“მთლად უარესსა” და “მთლად უარესსზე უარესს” შორს.
აბა, რას აკეთებსო, მკითხავთ, ხომ?!
რას აკეთებს და ტოტალიტარული მარწუხებიდან გაანთავისუფლებს საკუთარ გონებას, ადამიანს დაემსგავსება, გვერდით მიიხედ-მოიხედავს, მრავალ კარგ ადამიანს დაინახავს, მასთან ლაპარაკს ისწავლის, მოსმენას და გაგებას და… მერე, ოჯახის და შვილების მომავალზე შეწუხებული ხალხი მიხვდება, – ვინ აჯობებს ლიდერებად იმ საქმისთვის, რომ თითოეულის ოჯახიც განვითარდეს და ამის ბაზაზე სახელმწიფოც გაძლიერდეს…
ეს არ არის ძნელი გასაკეთებელი –
ძნელი აღმოჩნდა ქართველის წარღვნამდელი მენტალობის შეცვლა, მაგრამ… აუცილებლად შეიცვლება ზეწოლით…
დააკვირდით სიფათებს:
ერთი და მეორე მიმართულებით და… არჩევანის სურვილი თუ გიჩნდებათ ვინმესი, ბარაქალა თქვენს ტყვიაგაუმტარ სიჯიუტესა და ატრუებას.