საზოგადოება
სტიქია ლაგოდეხში _ დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელდებდნენ.
აგრეთვე დაზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულებიც, თუმცა დაზიანების ხარისხის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ლაგოდეხის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ვითარებას უახლოეს მომავალში გაეცნობა.
წყარო: სპექტრი