ეს აუცილებლად ბოლომდე, სიტყვასიტყვით უნდა წაიკითხოთ, დაფიქრდეთ, გაიაზროთ და ბოლო პერიოდის მოვლენებთან შეაჯეროთ! გვერწმუნეთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სათქმელი…  როდესაც ეს ნიუსი რედაქციაში მოვიდა, თავდაპირველად კალენდარს ვეცით და თვე და რიცხვი გადავამოწმეთ. ვიფიქრეთ, პირველი აპრილი თვალსა და ხელს შუა ხომ არ შემოგვეპარაო? მერე ხუმარა კაცის დაწერილს მივამზგავსეთ, მაგრამ სხვას ველოდით და სხვა შემოგვრჩა ხელში – მწარე სიმართლე. ისე, კაცმა რომ თქვას, ეს სამინისტროები აქამდეც რისი მაქნისი იყო? სოფლის მეურნეობას, ან გარემოს რითი ეხმარებოდნენ? რას აძლევდნენ ქვეყანასა და ხალხს იმის გარდა, რომ გიგანტი სამინისტროების გაბერილი სტაფი იღებდა გაზრდილ ხელფასებს, პრემია-დანამატებს, უფასო საწვავს, სამივლინებო, სატელეფონო, სარესტორნო და ა.შ. ხარჯებს ფარავდა ხალხის ჯიბიდან? რითი ეხმარეობდა გლეხს, ან ჩვენს წაკლოტ გარემოს, რომელსაც წლებია ანადგურებენ, იპყრობენ,  მაგრამ მაინც ლამაზი და მიმზიდველია? ნაცვლად იმისა, რომ სამინისტროები გამოეფხიზლებინათ, იქ დამკვიდრებული ნეპოტიზმი და კორუფცია მოესპოთ და მძლავრად აემუშავებინათ პროგრამები, რომლებიც ამ სეგმენტებს დაეხმარებოდა, სიტუაცია მარტივად მოაგვარეს – ადგნენ და უბრალოდ გააუქმეს. საქმე კი ჩააბარებს სტრუქტურებს, რომელთაც ისედაც აქლემივით აქვთ უამრავი ტვირთი წამოკიდებული და ვერ უმკლავდებიან.

 რადგან ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, ჩვენ ამ შეხედულებებს თავზე არ შემოგახვევთ, მაგრამ მოგიწოდებთ, წაიკითხოთ და გაიაზროთ, მერე, თუ სურვილი გაგიჩნდებათ რაიმე მოგვწეროთ, აგერ ვართ და სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ჯანსაღ მოსაზრებას. 

მოკლედ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ნადირობა, სამრეწველო თევზჭერა, მერქნის მოპოვება, ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობა. დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდება ყველა ტერიტორია, გარდა
სასოფლო სამეურნეო მიწებისა.
დაცულ ტერიტორიებს დაიცავს თავდაცვის სამინისტრო.
გარემოზე ზრუნვა, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, სასოფლო
სამეურნეო მიწების გარემოსთვის უსაფრთო გამოყენებაზე ზრუნვა
დაეკისრება, პირდაპირი წესით არჩეულ გარემოს დამცველს.
საქართგელო – ერთი ნაბიჯი გაბრწყინებამდე! ეს იყო მოკლედ, ახლა ვრცლად:

,,საქართგელოს მთავრობა
გარემოს დაცვა
(რეფორმის კონცეფცია, მოკლე ვერსია)
გარემოსთვის, როგორც საქართველოში ასევე მთელს დედამიწაზე,
მთავარ საფრთხეს ადამიანის სამეურნეო საქმიანობა
წარმოადგენს.
საქართველოში, ბევრი ასეთი სამეურნეო საქმიანობა
რუდიმენტულია, ან ქვეყნისთვის უმნიშვნელო ეკონომიკური
სარგებელი მოაქვს.
საქართველოს მიწების რესურსის სიმცირიდან გამომდინარე,
გარემოს დაცვა განსაკუთრებულ რეფორმებს მოითხოვს.
გარემოს მდგომარეობის შესანარჩუნებლად (გასაუმჯობესებლად)
საჭიროა შემდეგი ცვლილებები:
(გარემოს დაცვაში არსებული პრობლემების დეტალურ მიმოხილვას და
ცვლილებების სრულ ვერსიას იხილავთ გარემოს დაცვის კონცეფციის
ვრცელ ვერსიაში).
1 საქართველოს სასოფლო სამეურნეო მიწების, დაცული
ტერიტორიების – აღწერა და გამიჯვნა
სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო
მიწების მიღმა დარჩენილი ყველა ტერიტორია გამოცხადდება დაცულ
ტერიტორიებად. ასევე დაცულ ტერიტორიებს მიუერთდება, მათი
მომიჯნავე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დაუმუშავებელი
(გამოუყენებელი) სასოფლო სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში მყოფი სასოფლო სამეურნეო
მიწების განკარგვის კონცეფციას იხილავთ სოფლის მეურნეობის
კონცეფციაში.
2 ნადირობა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და სასოფლო სამეურნეო მიწებზე
აიკრძალება გარეული ცხოველებისა და ფრინველების ყველა ტიპის
ამოღება – ნადირობა.
ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალური ლიცენზიით შექმნილ
სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ფარგლებში, მხოლოდ
მეურნეობაში გამოყვანილ (გამრავლებულ) ცხოველებზე. ლიცენზიის
მფლობელის წესებითა და პირობებით.
პირების საკითხი, რომლებიც დაადასტურებენ მათ ეკონომიკურ
დამოკიდებულებას ნადირობაზე, გათვალისწინებული იქნება
სოციალური დახმარების პროგრამებში.
3 მერქნის მოპოვება
სახელმწიფო გამოისყიდის ყველა მოქმედ ლიცენზიას მერქნის
მოპოვებაზე. ამ სექტორში დასაქმებული ორგანიზაციებსა და კერძო
პირებისთვის შემუშავდება საწარმოს გადაიარაღების, საქმიანობის
ჩანაცვლების, გადამზადების და სხვა საშეღავათო პროგრამები.
ასევე, შეღავათი სასოფლო სამეურნეო მიწებზე სამერქნე
მეურნეობის მოსაწყობად.
მერქნის მოპოვება შესაძლებელი იქნება სოფლის
მაცხოვრებლებისთვის, მხოლოდ არაკომერციული გამოყენებისთვის.
ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გამოყოფილ ტერიტორიებზე,
წინასწარ განსაზღვრული მცენარის სახეობებიდან.
(დაწვრილებით იხილავთ ვრცელ ვერსიაში)
4 თევზჭერა
სახელმწიფო გამოისყიდის ყველა მოქმედ ლიცენზიას საქართველოს
საზღვაო აკვატორიაში თევზის მოპოვებაზე.
ამ სექტორში დასაქმებული ორგანიზაციებსა და კერძო პირებისთვის
შემუშავდება საწარმოს გადაიარაღების, საქმიანობის
ჩანაცვლების, გადამზადების და სხვა საშეღავათო პროგრამები. ან
შეღავათი სასოფლო სამეურნე მიწებზე თევზის მეურნეობის
მოსაწყობად.
თევზაობა დაიშვება მხოლოდ სპეციალური ლიცენზიით სასოფლოსამეურნეო მიწებზე შექმნილ სათევზაო მეურნეობის ტერიტორიის
ფარგლებში. ლიცენზიის მფლობელის წესებითა და პირობებით.
(დაწვრილებით იხილავთ ვრცელ ვერსიაში)
5 ჰიდროელექტროსადგურები
საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე
ლიცენზიები აღარ გაიცემა.
არსებული ჰიდროელექტროსადგურების დოკუმენტაციაში, გარემოზე
ზემოქმედების შეფასებაში მოყვანილი დაშვებები არ ემთხვევა
რეალურ ზემოქმედებას გარემოზე, საწარმოს დაეკისრება ხარვეზის
გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება
ჰიდროელექტროსადგურის დემონტაჟი.
მდინარეებზე მიკროჰესების მოწყობაზე, სხვადასხვა დანიშნულების
წყალსაცავის მოწყობაზე, სხვა ენერგო გენერატორების შექმნაზე
ლიცენზიას გასცემს არჩეული გარემოს დამცველი ადგილობრივი
თვითმართველობის მოთხოვნის საფუძველზე.
(დაწვრილებით იხილავთ ვრცელ ვერსიაში)

წიაღისეულის მოპოვება

საქართველოს ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიას
გასცემს არჩეული გარემოს დამცველი ადგილობრივი
თვითმართველობის მოთხოვნის საფუძველზე.
არსებულ საბადოებზე მოქმედი საწარმოების დოკუმენტაციაში
არსებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში მოყვანილი
დაშვებები არ ემთხვევა რეალურ ზემოქმედებას გარემოზე,
საწარმოს დაეკისრება ხარვეზის გამოსწორება. წინააღმდეგ
შემთხვევაში დაეკისრება საწარმოს დემონტაჟი.
(დაწვრილებით იხილავთ ვრცელ ვერსიაში)
7 სტრუქტურული ცვლილებები მართვაში
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო
გაუქმდება.
ასევე გაუქმდება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი
რამოდენიმე სსიპ-ი.
დაცული ტერიტორიების დაცვა დაეკისრება თავდაცვის სამინისტროს.
ტყის მცველები (რეინჯერები) განსაზღვრული ჩინით გადავლენ
თავდაცვის სამინისტროში.
სასოფლო სამეურნეო მიწების დაცვა დაეკისრება პოლიციას,
ადგილობრივ თვითმართველობას და გარემოს დამცველის აპარატს,
ყველა არსებული სსიპ-ის მმართველი გუნდის არჩევა მოხდება
ახალი საარჩევნო სისტემით (იხილეთ საარჩევნო სისტემის
რეფორმის კონცეფცია)
სოფლის მეურნეობის მიწების სარგებლობისგან, გარემოზე
ზემოქმედეგების შედეგებს, მონიტორინგს გაუწევს გარემოს
დამცველის სამსახური და სურსათის უვნებლობის სამსახური.
8 შინაური ცხოველების უფლებების დაცვა
საქართველოს ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (მათ შორის
როგორც ფერმერების მეურნეობებში, ასევე ქალაქებსა და სოფლებში
მაწანწალა, ასევე საკუთრებაში არსებული შინაური და
მოშინაურებული ცხოველები) უფლებებს დაიცავს საქართველოს
გარემოს დამცველი.
შეიქმნება, შინაური ცხოველების მიმართ მოპყრობის სტანდარტი,
რომელიც გააერთიანებს კანონმდებლობის ცვლილებებს,
ადმინისტრაციული ორგანოების რეაგირების წესებს, ვეტერინარიის
განვითარებას, საინფორმაციო კამპანიას და აშ.
არჩეული გარემოს დამცველის განკარგულებაში შევა გარემოს
დამცველის აპარატი და მოხალისეების სამსახური. (მოხალისეობაზე
დაწვრილებით იხილავთ სახელმწიფოს სოციალური მოწყობის
კონცეფციაში)
გარემოს დაცვის კონცეფცია, დეტალურად იხილეთ ვრცელ ვერსიაში

 

კომენტარები
Загрузка...