საზოგადოება

,,სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ, მტრები დენთის კასრებს ხსნიან…” _ ლადო კახაძის ლექსი

დაიძახეს «ბოქ- ლომებმა»:
«არსად დაგვრჩეს კარი ღია»!
-ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას
ნეტა ვის რა წაუღია?
სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,
უმადურნი, ჯიბე ღია,
მიკროფონით სარგებლობას
ლამობს ბრიყვი და თავღია.
ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,
საიდუმლოს ამხელს «ღია«,
შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,
გული დამშრალ ტბორში გდია.
მტარვალივით ვძიძგნით მამულს,
ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,
ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,
დღეს ავყიას «გმირი» ჰქვია.
დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,
სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,
ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,
სხვის დათესილს სხვანი მკიან.
სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,
მტრები დენთის კასრებს ხსნიან,
გაფრთხილებად ჩამითვალეთ-
უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან!!!

ლადო კახაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close