“რუსეთი ოკუპანტია”, “არა მცოცავ ოკუპაციას”, “სირცხვილია”,-ამ ლოზუნგებით ზუგდიდში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, გავრილოვის ვიზიტი საქართველოში ყოვლად დაუშვებელი იყო.

აქციაზე იმყოფებოდა “საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუას. თქმით, ქართულმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას იმ რუსი დეპუტატების თავისუფლად ჩამოსვლა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. “

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე სხდომა წაიყვანა.

მიხეილ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...