,,სვანეთში, იმ ოჯახის წევრებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინეს, ჩვეულებრივი გრიპი ჰქონდათ”
ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სვანეთში, კორონავირუსის გამო დაწყებული განგაში მცდარია და ოჯახს, რომლის წევრებსაც კორონავირუსი დაუდგინეს, ჩვეულებრივი გრიპი ჰქონდათ.
ნორა კვიციანი წერს:
,,მინდა გამოვეხმაურო , მესტიაში კორონზე აგორებული ცრუ ინფორმაციას, ჯერ ერთი თბილისიდან ჩასულ ქალბატონზე და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები ,არ ჯობია ჯერ რომ გაგერკვიათ მერე გაგევრცელებინათ, შეამოწმეთ თბილისში ის უბანი რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს თუ ვინმე არის მის ირგვლივ იმფიცირებული , ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დავადებული მესტიაში ჩასვლამდე , იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად ,იმიტომ რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები , ჩვეულებრვად იყო ხალხი დავადებული გრიპით , ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი რომელიც არის ასტმით დავადებული და ცოტათი გაურთულდა წაიყვანეს საავადმყოფოში ადგილობრივი არაფერი საგანგაშო არ სჭირდა , მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე კორონა , აქიდან გავიდა იმფორმაცია კორონა და დაბრალდა ამ ოჯახს , ეს რომ არა ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა ვერც ვერავინ გაიგებდა ,ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება უთხრეს გადატანილი გაქვთო , დიდება და მადლობა უფალს რომ ყველანი ამჟამად კარგად არიან კარგი ანალიზებით,მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელი, საინტერესოა რატომ თბილისიდან ჩასვლაზე გაქვთ აქცენტი ,მაშინ როცა ათასობით ტურისტები სტუმრობენ მესტიაში , ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცყოფას ადამიანებს , მაგრამ ჩემთვის სამართალი და სიმართლე ! უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე!