,,სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა- პატრიარქის მოშორება და ყველაფრის ნაციონალებისთვის შეტენვა”
,,ზუსტი ინფორმაცია მაქვს,რომ ყველაფერი რაც ხდება ,არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული,მომზადებული,ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების.
ეკლესიაში,რა თქმა უნდა,ბევრი პრობლემა არსებობს,მაგრამ ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს,რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია.განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არგადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ,რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს.
ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა.ერთის მხრივ,პატრიარქის მოშორება და მეორეს მხრივ,ამ ყველაფრის ნაციონალებისთვის შეტენვა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.