საზოგადოება

,,საჯარო მოხელეებს, რომელთაც პირბადეების ტარების ვალდებულება არ აქვთ, კორონა არ ეკარებათ?”

ირაკლი უტიაშვილი, ადვოკატი:

_ შსს და პროკურატურის მუშაკებს, აგერთვე სხვა საჯარო მოხელეებს პირბადების ტარების ვალდებულებაც არა აქვთ, არც სამსახურებრივი საქმიანობისას 10 ზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა აქვთ დაწესებული. როგორც გავიგე ტრენინგებიც ტარდება საჯარო მოხელეებისთვის, რა დროსაც პირბადესაც არავინ იკეთებს. ასი ათასზე მეტი საჯარო მოხელეა საქართველოში😉

ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ საადვოკატო საქმიანობა შეზღუდვების არსებობის ნაწილში ფაქტიურად გაიგივებულია ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობასთან, რაც მნიშვნელოვნად ლახავს ადვოკატის, მოქალაქის უფლებებს და აფერხებს პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.
პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, სადაც ათი ათასობით ადამიანი მუშაობს.

ზემო აღნიშნულ პირებს არ ეკარებათ კორონა თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს?😬

მოვითხოვ:
1. ადვოკატს თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაუწესდეს იგივე სტანდარტი რაც საჯარო მოხელეთათვის არის განსაზღვრული, კერძოდ ადვოკატს სამუშაო ოთახში პროფესიული საქმიანობის განხოირციელების დროს მთელი დღის განმავლობაში პირბადით ჯდომის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს.
სასამართლო სხდომის დარბაზშიც პირბადით უნდა იჯდეს ადვოკატი და პირახვეულმა ილაპარაკოს. რას ჰგავს ეს ყველაფერი?

2. ადვოკატს მიეცეს საშუალება შეუფერხებლად განახორციელოს კლიენტის ინტერესების დაცვა სასამართლო სხდომის დარბაზში.
დისტანციურად დაიწყეს სამოქალაქო საქმეების განხილვა, კი სთავაზობენ მხარეებს რომ თუ დისტანციური განხილვის წინააღმდეგნი არიან, საქმის განხილვა სხდომის დარბაზში ჩატარდეს, თუმცა ვაი ასეთ შემოთავაზებას, ნამუსზე გაგდებენ რომ არ მიხვიდე😬

ადვოკატების უფლებები ირღვევა, რისთვისაც რეაგირებაა საჭირო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close