,,ბარსელონური ამბები 😊
📌მათთვის ვინც აპირებთ ჩამოსვლას ,ვფიქრობ სასარგებლო პოსტი იქნება
მოკლედ 9 ში ჩამოვფრინდით ბარსელონაში ჩემი 2 წლის შვილით . იმის გამო, რომ ბავშვი პირველად მიმყავდა სამოგზაუროდ ლამის 2 თვით ადრე დავგეგმე ყველა დღე და საათი სად , როგორ და რომელ საათზე უნდა გაგვეკეთებინა 😂 რატომღაც ჩავთვალე რომ ადგილობრივ გიდთან და თანაც ქართველთან უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს და ამიტომ ბევრი არ მიფიქრიაა და 1 თვის უკან ასეთ გიდთან ( არ ვთვლი საჭიროდ მისი სახელის გასაჯაროებას არ მინდა ამ პოსტმა ნეგატიურად იმოქმოედოს მის “ბიზნესსზე”).
📌რჩევა ნომერი 1 : ქართველთან ჩასვლა კი არა საერთოდ ქართულად მოსაუბრე თუ შეგხვდათ გირჩევთ არ დაეკონტაქტოთ!
ღამის 10-11 საათი იქნებოდა რომ მივაღწიეთ აღნიშნულ მისმართამდე ბავშვით ეტლით და 3 სამგზავრო ჩანთით და თავი ამოვყავით -1 სართულიან სარდაფში! ოთახი რომელიც დავჯავშნე და თანხა გადავურიცხე წინასწარ (ღამეში “ფასდაკლებით” 50 ევრო) ქონდა ერთადერთი ფანჯარა რომლიც უყურებდა ეგრევე კედელს!!! საშინელი უჰაერობა , არა “ვენტილატორი” არა კონდიციონერი ! ვენტილატორი კი მოგვცა გაკვირვებულმა მაგრამ იმ უჰაერო 3 კვადრატულ ოთახში დიდი ვერაფერი. მთელი ღამე გავათენეთ იმის ყურებაში ჩემს მცირეწლოვან შვილს თუ როგორ სდიოდა ოფლი! რა თქმა უნდა იმ ღამესვე ვუთხარით რომ იქ გაჩერება იყო შეუძლებელი და ამ ყველაფერან ერთად ოთახს საკეტიც კი არ ქონდა რაზეც გამოგვიცხადეს რომ ნივთები “რამე ისეთი” (ლეპტოპი, და ა.შ) თან უნდა გვეთრია )) თანხის დაბრუნებაზე რომ მიდგა საქმე უკან არ დაგიბრუნებთო გამოგვიცხადა და თქვენი ნებაა თუ გადახვალთო ) ბოლოს და ბოლოს დაგვიბრუნეს თანხა და ნაწილი იმ უსიამოვნო ლაპარაკის მერე მაინც დავუტოვე .ის დღე ლამის ქუჩაში აღმოვჩნდით +48 გრადუს სიცხეში ,თავისუფალი სასტუმროს ძებნაში , უინტერნეტოდ და დამჯდარი მობილურებით 😩 და ჰოი საოცრებავ 😂ვიპოვეთ გესთჰაუსი 60 ევროდ ბარსელონის გოთიკურ უბანში !!! უკომფორტულეს და უკარგეს ლოკაციაზე !! ლა რამბლადან 100 მეტრში ! სანაპირომდე 2 კილომეტრში!!!
და ეს ყველაფერი 60 ევროდ ღამეში !
3 ევროდ
მსუბუქი საუზმეც კი შეგიძლიათ მიირთვათ 😍
ფოტოებს დავურთავ ამ ვრცელ პოსტს და დიდი იმედი მაქვს ვინმეს გაოგადგებათ სამომავლოდ))
ფოტოები ფილტრის გარეშეა რა თქმა უნდა 🙂
შემდეგი მიმართულება გვაქვს ვალენსია -მადრიდი იქაურ ამბებსაც გაგიზიარებთ” _ წერს ფეისბუქის ,,მოგზაურთა კლუბი”-ს გვერდზე მირა მაისურაძე. 

კომენტარები
Загрузка...