ფანჩატური ბაღისა თუ ეზოს ყველაზე კომფორტული ადგილია – საუკეთესო მოსასვენებელი, სადაც არც მზის სხივებმა უნდა შეგაწუხოთ, არც წვიმამ და არც მწერებმა. რა თქმა უნდა, კომფორტის მოწყობა ყოველთვის არ არის იოლი და იაფი საქმე, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს საუკეთესო ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილად და შესაძლოა უკეთაც შეასრულებს თავის ფუნქციას.

თანამედროვე დიზაინერები ფანჩატური უამრავ სახეობას გვთავაზობენ, რომლებიც შეიძლება ააშენოთ ხის მასალისგან, რკინისგან, ქვისგან, აგურისგან. არსებობს უკვე გამზადებული ფანჩატურებიც, რომელიც უბრალოდ უნდა შეიძინოთ და საკუთარ ეზოში დადაამონტაჟოთ.
ააშენებთ თუ გამზადებულს შეიძენთ, ორივე შემთხვევაში, თავადვე მოიხვდებით, რომ საკმაო ხარჯის გაღება მოგიწევთ.

ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, ფანჩატურის მოწყობა სამშენებლო ბადით სცადოთ – ის ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იყიდება და საკმაოდ იაფია.

სამშენებლო ბადე, ძირითადად, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენება. კერძოდ კი, მისი დანიშნულებაა, დაიცვას გარემო სამშენებლო მტვრისგან და არ დაუშვას დიდი სიმაღლიდან სამშენებლო იარაღებისა, მასალისა თუ ნარჩენების გადმოცვენა, რაც საშიშროებას შეუქმნის როგორც იქ დასაქმებულ პერსონალს, ასევე გამვლელებს.

აღნიშნული ბადე მზადდება განსაკუთრებულად მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენისგან.
ეს მასალა ეკოლოგიურად უსაფრთხოა;
იგი არ იწვის და ხანძრის შემთხვევაში აფერხებს ცეცხლის გავრცელებას ირგვლივ ტერიტორიაზე;
მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად და მონტაჟისა და დემონაჟის პროცესიც მარტივია;
იგი ნესტგამძლეა, მდგრადია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ;
მსუბუქია და შესაბამისად, მისი ტრანსპორტირება მარტივია;
ატარებს სინათლესა და ჰაერს. პარალელურად კი ტერიტორიას იცავს ულტრაიისფერი სხივებისაგნ, ქარისგან, მტვრისგან და მწერებისგან;
მექანიკური ზემოქმედების შედეგად რომც გაიხეს, იგი არ ირღვევა, რასაც ქსოვის განსაკუთრებულიო ტექნოლოგია უზრუნველყოფს;
ფერების ფართო არჩევანი აქვს;
ასევე, არსებობს სხვადასხვა კომუფლირებული ვერსიაც, რომელებიც შეგიძლიათ, თქვენი გემოვნების შესაბამისად შეარჩიოთ.

სამშენებლო ბადე მსუბუქია, ესთეტიკურად გამოიყურება, ფუნქციონალური და გამძლეა. ჰოდა, ამიტომაც ამ მასალით ფანჩატურის მოწყობა ნამდვილად კარგი იდეაა, მით უფრო იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავად ეხერხება მსგავსი საქმის კეთება და ფანტაზიასაც არ უჩივის. ასეთი ფანჩატურისთვის კარკასი კი შეგიძლიათ, ნებისმიერი მასალისგან შეკრათ.

სამშენებლო ბადე აივანზეც გამოგადგებათ. ამ ბადისგან შეკერილი ფარდა ზაფხულში მცხუნვარე მზისგან დაგიცავთ, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში კი – ქარის, წვიმისა და მტვრისგან.

სხვათა შორის, სამშენებლო ბადეს შეიძლება ეზოსა და ბაღში კიდევ ბევრი სასარგებლო დანიშნულება მოუძებნოთ – მაგალითად, მოაწყოთ ვოლიერი, გადახუროთ ბოსტანი ან ნარგავები ფრინველებისგან დასაცავად, ააგოთ დროებითი ღობე და სხვ.

მოკლედ, ჩვენ იდეები მოგაწოდეთ, არცევანი კი თქვენზეა.

.

.

 

 

კომენტარები
Загрузка...