ჯანდაცვა

სამედიცინო დაწესებულებებში არ მიიღეს პაციენტი, რომელსაც ტკიპას ნაკბენი დაუსივდა_ ,,ტკიპას ნაკბენი, შეიძლება, სასიცოცხლოდ სახიფათო აღმოჩნდეს”

,,გუშინ საბადურის ტყეში ვიყავი, ბავშვი მყავდა სუფთა ჰაერზე წაყვანილი. დღეს კი ჩემს სხეულზე აღმოვაჩინე მიწებებული ტკიპა, სავარაუდოდ, გუშინ ტყეში ყოფნისას მომეკრა. ჩემი ხელით მოვიშორე, ნაკბენი დამისივდა. დავიმუშავე პერეკისით და სპირტით. ტკიპას ნაკბენი შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან ტკიპა ადამიანისთვის საშიში 50-ზე მეტი ინფექციის გადამტანია. მათ შორის ყველაზე სახიფათო და გავრცელებულია ტკიპისმიერი ენცეფილიტი და ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი. ორივე მათგანს ადამიანის პარალიზებისა და სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია, ასევე ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელიც COVID 19-ზე ბევრად მომაკვდინებელი ინფექციაა და მისი ლეტალობა 40%-ია. ტკიპას ნაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. დავრეკე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში ვითხოვე ოჯახის ექიმთან ვიზიტი. მითხრეს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ყველა ექიმი დაკავებულია, ავუხსენი მდგომარეობა და მითხრეს ინგოროყვას კლინიკაში მივსულიყავი. სასწრაფოდ მივედი, მისაღებში ავუხსენი მდგომარეობა და მითხრეს, რომ ექიმი მიმიღებდა და ეზოში დამეცადა. სადღაც ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ კვლავ მივედი მისაღებში მდგომ გოგონასთან მან კი ასეთი პასუხი გამცა, ექიმი არ თვლის, რომ თქვენ გადაუდებელი დახმარება გჭირდებათ, ამიტომ ვერ მიგიღებთო. ერთსაათიან ლოდინს ვინ სჩივის, ვერავინ ვერ მცემს პასუხს სად უნდა წავიდე. აქამდეც მრავალჯერ მითქვამს და ეხლაც იგივეს გიმეორებთ ჯანდაცვის სისტემა სრულიად დასანგრევი და ახლიდან ასაშენებელია, აქ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს… ვეკითხები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რა უნდა ვქნა? სად მივიდე? ვინ დამეხმარება?
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო” 

_ წერს გიორგი ფხალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close