საზოგადოება
,,საარჩევნო მოქრთამვებს სჯობს, ამ ბატონმა სახლები დაუბრუნოს მის მიერ გამოსახლებულ ათეულ ათასობით ადამიანს”
საარჩევნო მოქრთამვებს სჯობს, ამ ბატონმა სახლები დაუბრუნოს მის მიერ გამოსახლებულ ათეულ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღესაც ქუჩაში არიან დატოვებულნი. გუგუტიანთკარელებზე კი ბიუჯეტმა უნდა იზრუნოს, სადაც ჩვენგან აგლეჯილი მილიარდები ისევ ბანკირთა ფლორიდაში შესაძენ სასახლეებს ხმარდება _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარის მაცხოვრებელს, რომელმაც ოკუპანტების გამო სახლი საკუთარი ხელით დაანგრია, ახალი ბინის აშენებას შეპირდა.