პოლიტიკა

,,სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირდაპირ ეთერში დაწვა, ესაა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ორგანიზებული ტერორისტული აქტი”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირდაპირ ეთერში დაწვა, ესაა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ორგანიზებული და დაფინანსებული უკიდურესად ვანდალური, ტერორისტული აქტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის უზნეობის მასშტაბებზე, რომელმაც სრულად გამოიყენა ეპიდემია რეპრესიებისათვის ისე, რომ აღდგომის დღესასწაულმაც კი ვერ შეაჩერა. ამ აღვირახსნილი ქმედებებით კიდევ უფრო მძიმდება ხელისუფლების მიმართ უახლოეს მომავალში გარდაუვლად შესადგენი საბრალდებო დასკვნის პუნქტები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში ახალგაზრდა კაცმა სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა და  დანაშაულებრივი პროცესი პირდაპირი ეთერით აჩვენა საზოგადოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close