საზოგადოება

,,რომელი მართლმადიდებელი არის ეგ გავრილოვი? დღემდე ეთაყვანება მუმიზირებულ საკუთარ ბელად – ვლადიმერ ლენინს”

ვახტანგ მაისაია, პროფესორი, ექსპერტი:

_ სრულად გამოვხატავ ჩემს აღშფოთებას ამ ვაჟბატონის, არათუ ჩამოსვლის არამედ მისი ჩვენს პარლამენტში შემოსვლის გამო, იმ პიროვნებისა, რომელიც 2016 წელს დაჯილდოვდა სპეციალური ჯილდოთი “სამშობლოს წინაშე დამსახურების გამო”, რომელიც ნაწილობრივ წარმოადგენს მაღალ ჯილდოს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციაში და რომელიც არის სამი სესიის დეპუტატი, რუსეთის სამხედრ-სამრეწველო კომპლექსის ლობისტი და რაც მთავარაი კომუნისტური პარტიის დეპუტატი. კურიოზია ისიც, რა უნდა კომუნისტ დეპუტატს მართლმადიდებლური ასამბლეაზე, და რომელი მართლმადიდებელი არის ეგ გავრილოვი, როდესა დღემდე ეთაყვანება მუმიზირებულ საკუთარ ბელად – ვლადიმერ ლენინს, რომელსაც სისხლში აქვს გასვრილი ხელი მილიონამდე მართლმადიდებლის დახვრეტის სახით. ეს უკვე სცილდება წმინდა ჰიბრიდული ომის სტანდარტებსაც და ოკუპანტი ბობოქრობს და ძირს კრემლი და მისი სტრატეგია. საქართველო არის ომის პირობებში დღევანდელ რუსებთან და ამ პიროვნების შემოსვებაც იყო რბილად რომ ვთქვათ “შეცდომა”…თუ არა დანაშაული. არა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტს საქართველოში.
მმართველ პარტიაში დროა კარდინალური ცვლილლებების, ეს ფაქტია!!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close