სამართალი და კრიმინალი

რისი განხორციელება ეკრძალება აღსრულების სამსახურს საგანგებო მდგომარეობის დროს_შენი ადვოკატი

მოძრაობა ,,დააპაუზე უფასოდ” საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოება უფრო მკაფიოდ იყოს ინფორმირებული დღეის მდგომარეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს რა საქმიანობა იზღუდება და რისი განახორციელება ეკრძალებათ მთავრობის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დროს:

კერძოდ შეჩერებულია:

Ø კონკრეტული უძრავი ქონებიდან გამოსახლების,ან რაიმე სხვა სააღსულებო მოქმედებები, რაც დაკავშირებულია აღნიშნულთან ;

Ø შენობა-ნაგებობათა ნაწილობრივი ან მთლიანი დემონტაჟის შესახებ არსებული აღსასრულებელი საქმეები;

Ø აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის უფლებამოსილება;

Ø აღმასრულებლის საქმიანობა , რაც უკავშირდება შემდეგ წარმოებებს:

ü დავალიანების გადახდევინება;

ü მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

ü მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან(მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან;

ü მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;

ü მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;

ü აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

ü ასევე შეჩერებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა, რაც უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და პირის ძებნა-დაკავებას.

ü შეჩერებულია გამართივებული საქმის წარმოებისას ვალდებულების შესრულების შესახებ წინადადების მიღებიდან 10 დღიან ვადაში შესაბამისი პასუხის/წერილის წარდგენა და არ გამოიწვევს სამართლებრივ შედეგს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

შეზღუდვები არ შეეხება ისეთ სააღსრულებო წარმოებას, რაც დაკავშირებულია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/გაუქმებას, ასევე მოვალის ინტერესების და მდგომარეობის შემამსუბუქებელ მოქმედებას.

მნიშვნელოვანია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზეც მოვალეა ფიზიკური პირი, ახალი სააღსრულებო წარმოებები უნდა შემოიფარგლოს მოვალისათვის„მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ წინადადების გაგზავნითა და მისი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით. ასევე ,სადაც მოვალეა იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, ახალი სააღსრულებო წარმოებები შემოიფარგლება მოვალისათვის „მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ წინადადების გაგზავნით, მისი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით და ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციით. ამასთან, იმ საქმეებზე, სადაც„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოვალეთა რეესტრის გამოყენებას, ასევე განხორციელდეს აღსრულების ნივთზე/საგანზე ყადაღის რეგისტრაცია(ნივთის გადაცემა, საზიარო უფლების გაუქმება და სხვა).

გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის დადგენილებითვე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერებულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

Related Articles

Back to top button
Close