მსოფლიო

,,რა სახის სამხედრო პასუხს გასცემს თურქეთი, საფრანგეთ-საბერძნეთის კოალიციას”_ სამეზობლოში მდგომარეობა იძაბება

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე:

_ თურქულ-ბერძნულ დაპირისპირებას ახალი გაგრძელება მოყვა. თუ აქამდე სამხედრო უპირატესობა თურქეთის მხარეს იყო, ახლა სიტუაცია რადიკალურად იცვლება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელსაც არ მოსწონს რეგიონში ანკარის გავლენის გაძლიერება, ღიად დაუჭირა მხარი საბერძნეთს და კ. კვიპროსზე სამხედრო თვითმფრინავები – 2 ერთეული Rafale, 1 ერთეული C-130H გააგზავნა, ასევე აგზავნის Lafayette-ს ტიპის ფრეგატს.
ამასთან, მაკრონმა თურქეთს მოუწოდა შეწყვიტოს აქტიურობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და დასძინა, რომ საფრანგეთი კიდევ გაზრდის თავის სამხედრო ყოფნას რეგიონში.
საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მაკრონი “კოლონიალიზმში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ აპირებს უკან დახევას.
საინტერესოა, რა სახის სამხედრო პასუხს გასცემს თურქეთი, ახლა უკვე საფრანგეთ-საბერძნეთის კოალიციას.
ჯერჯერობით ამ დაძაბულობის შედეგი ისაა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი თურქული ლირა კიდევ უფრო გაუფასურდა და ამ მომენტისთვის 1 აშშ დოლარის ფასი უკვე 7,36 თურქული ლირაა.

Related Articles

Back to top button
Close