კატეგორიის გარეშე

რა მიზნით შეიქმნა მოძრაობა ,,დააპაუზე უფასოდ”_ ყველა სირთულეს დავძლევთ…

შეიქმნა მოძრაობა ,,დააპაუზე უფასოდ”, რომელიც შექმნილი ვითარების ფარგლებში აპირებს გააერთიანოს პრობლემები და დაეხმაროს ადამიანებსა თუ მეწარმეებს შექმნილი პრობლემების დაძლევაში.
მოძრაობის მიზანში მითითებულია:
„როგორც იცით პანდემიამ გამოიწვია პრობლემები, რომლის მოსაგვარებლადაც მნიშვნელოვანია ჯერ მათი წარმოჩენა და შემდეგ თანმიმდევრული ნაბიჯებით მათი მოგვარება.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ჩერდება ბევრი სამუშაო სივრცე და შესაბამისად, შემოსავლების გარეშე რჩება ბევრი ადამიანი თუ მეწარმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვალდებულებების დაპაუზება, როგორც სასესხო, ასევე საგადასახადო მიმართულებით.
ჩვენი მიზანია ერთ სივრცეში გავაერთიანოდ პრობლემები და ერთად ვიფიქროთ მათი გადაჭრის გზებზე.
სწორედ ამიტომ, ყველას, ვისაც გაქვთ სათქმელი, შეგიძლიათ, მოგვწეროთ და შევეცდებით თქვენი სათქმელის ადრესატებამდე მიტანას.
ერთად ყველა სირთულეს დავძლევთ!
ადამიანებს შეუძლიათ, მოძრაობის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი პრობლემის შესახებ, რომელიც დაჯგუფდება და ერთიანი სახით იქნება წარმოჩენილი.

გვერდის ნახვა შესაძლებელია აქ – https://www.facebook.com/daapauzeufasod/

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close