რა თანხებით ეხმარება სახელმწიფო პანდემიის დროს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას
სოციალური მომსახურეობის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს:
ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის მეორე ეტაპი.
მიზნობრივი სოციალური დახმარება მოქალაქეებს,
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო მიმდინარე წლის მაისიდან, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად გასცემს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებულ ფულად კომპენსაციებს შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებზე:
✅ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში
რეგისტრირებულ 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე. საკომპენსაციო თანხის ოდენობა თვეში შეადგენს ერთწევრიან ოჯახზე 70 ლარს ხოლო 2 წევრიან ოჯახზე – 90 ლარს. ოჯახში სამი და მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა თითოეული წევრისათვის შეადგენს 35 ლარს.
✅ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ბავშვი. კომპენსაციის ოდენობა თვეში 100 ლარია.
✅ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. კომპენსაცია შეადგენს თვეში 100 ლარს.
კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო ოჯახის ან პირის მხრიდან რაიმე სახის განაცხადის ან დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა. სოციალური მომსახურების სააგენტო, მის მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების მიხედვით, ბენეფიციარებს საკომპენსაციო თანხას ჩაურიცხავს „ლიბერთი ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.
? დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგწერეთ პირადში
☎️ 1505