კანის დაბერების სხვადასხვა თეორიები აღწერს ორგანიზმში მიმდინარე  გარეგან და შინაგანად ფაქტორებს,  რაც იწვევს ასაკობრივ ცვლილებებს, გამოვლენილს, როგორც ქსოვილზე, ასევე ორგანოებზე.  აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ცვლილებები, პირველ რიგში აისახება კანზე,  მის ყველა შრეში იწყება ინვოლუციური პროცესი ( ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება). ერთი შრე სქელდება, მეორე პირიქით, თხელდება,  მესამე იცვლის სტრუქტურას და შედეგად, ეს პროცესი, ეტაპობრივად იწვევს  ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების  წარმოქმნას, შეშუპებას და სხვა ასაკობრივ ცლილებებს.  შესაბამისად, ქალბატონების კანი 30 წლის შემდეგ, ნელ-ნელა იწყებს დაბერებას.

რა უნდა ვიცოდეთ, ამ პროცესების უკეთ გასაგებად და დაბერების პროცესთან ბრძოლის სწორი ტაქტიკის შესარჩევად, ამ პოსტში გიამბობთ:

ქალბატონების კანი 30 წლის შემდეგ _ ელასტიურობის დაქვეითება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პირველი ინვოლუციური ცვლილება კანის უჯრედებში იწყება 25 წლიდან,  იმდენად, რამდენადაც  კოლაგენისა და  ელასტინის სინთეზი მცირდება ყოველდღიურად 1 % -ით, ასევე  ეტაპობრივად მცირდება უჯრედის გაყოფის სისწრაფე. მაშასადამდე, 30 წლიდან  ნელი სვლით, თუმცა შეუქცევადად იწყება:

  • დერმალური შრის აქტიური ფიბრობლასტების დაქვეითება.
  • ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების გასქელება, გარკვეულწილად განადგურება.  ბოჭკოების  განლაგება ხდება ქაოტური.
  • ჰიალურონის მჟავის გამომუშავების დაქვეითება, რაც ვლინდება კანის სიმშრალით.
  • მიკროცირკულაციის დაქვეითება, – ასტიმულირებს კანის ტროფიკის (კვების) შემცირებას.
  • კუნთების ტონუსის დაქვეითება – ვლინდება  სახის ოვალის დეფორმაციით.

მოგეხსენებათ, კანის უჯრედების განახლება ხდება ყოველ 26-30 დღეში.

როგორც წესი, კანის მდგომარეობა 30 წლის ასაკში, ჯერ კიდევ არ  არის შემაშფოთებელი, მაგრამ ისეთი ჩვენებები, როგორიც არის: კანის სიმშრალე,  ელასტიურობის დაკარგვა, პირველი ნაოჭის წარმოქმნა,  ნამდვილად არის  მიზეზი,  რიგი პროცედურების  ჩატარებისა, რომლებსაც შუძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროს ინვოლუციური ცვლილებები.

ქალბატონების კანი 40 წლის ასაკში – ნაოჭების  წარმოქმნა.

ჩვეულებისამებრ, 40 წლის შემდეგ, ქალბატონები უჩივიან ცხირ-ტუჩის ნაოჭებს, არაჯანსაღ უპეებს, „მარიონეტის ნაოჭებს“, რომელებიც უმოწყალოდ გასცემენ ასაკს. ამ პერიოდშივე, შესამჩნევი ხდება სახეზე არსებული სხვა, შედარებით უფრო წვრილი ხაზებიც. ნაოჭები ჩნდება ყელსა და დეკოლტეზეც. 40 დან 50 წლის ასაკში, ბევრად აქტიურად მიმდინარეობს ინვოლუციური ცვლილებები კანის ყველა შრეში. დერმის შემცირებასთან ერთად, იზრდება კანის ზედა ფენა, კანი ხდება მშრალი, ხშირად იქერცლება, ჩნდება პიგმენტური ლაქები. სახეზე ჩნდება წვრილი სისხლძარღვები ვარსკვლავების ფორმით, რამდენადაც ნელ-ნელა ირღვევა მიკროცირკულაცია. მნიშნველოვნად დეფორმირდება სახის ოვალი, ჩნდება ჩამოკიდებული ლოყები, მუქდება ქუთუთოები, ფორმირდება მეორე ნიკაპი, ეგრეთ წოდებული „ღაბაბი“. კანის უჯრედების განახლებისთვის საჭირო ხდება უკვე 35 – 40 დღე.

ქალბატონების კანი 50 წლის ასაკში – ჰორმონალური ცვლილებები.

მენოპაუზა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ქალბატონებისთვის, არამხოლოდ ორგანიზმის შიდა მდგომარეობის თვალსაზრისით, არამედ გარეგნული ცვლილებების მხრივაც, რაც გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით. ზოგადად, მენოპაუზა, საკმაოდ ვარიაციულია, თუმცა, ხშირად ის 50 წლის შემდეგ იწყება. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამ პერიოდში მიმდინარეობს გარეგნული ცვლილებები, გახლავთ ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავების დაქვეითება, რაც აფერხებს პიგმენტაციისა და ტენიანობის დარღვევას და რეგენერაციულ პროცესებს. კანი თხელდება და ხდება გამოშრალი, ცხიმის გამომუშავების სწრაფი შეზღუდვის გამო. მცირდება რა კანის შიგნით ცხიმის ფენა, უარესდება სახის ქსოვილებში სისხლის მიწოდება, ღრმავდება ნაოჭები. ჩვეულებისამებრ, ამ პერიოდში კანი ხდება ფერმკრთალი, შეშუპებული, მატულობს პიგმენტური ლაქები. ძლიერდება გრავიტაციული ფტოზი. კანის უჯრედების განახლებისთვის საჭირო ხდება 56-60 დღე.

მარიამ მახნიაშვილი

კომენტარები