საზოგადოება

,,რამდენ ადამიანს ამოაცალეთ ჯიბიდან 3 ლარი, პლუს ,,დავალიანების” გამო გაგვითიშეთ ტელევიზია?_ სილქნეტი ცუდი კომპანიაა!”

,,Silknet – სილქნეტი 31 ივლისს წინასწარ გადავიხადე ,,სილქნეტის” ინტერნეტის და ტელევიზიის თანხა. დღეს ორივე გათიშეს. რომ დავრეკე, 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ ოპერატორმა მიპასუხა, რომ თურმე ,,სილქნეტს” დაემატა ამერიკული სერიალების და ფილმების კატალოგი (მხოლოდ კატალოგი და არა -არხი), რომლის ღირებულება არის 3 ლარი. ანუ 29 ლარი კი არა, 32 ლარი უნდა გადამეხადა. მითხრეს, რომ ლარნახევრიანი დავალიანების გამო გათიშეს (დანარჩენი ლარნახევარი ბალანსზე იდო).
Silknet – სილქნეტი – ხომ უნდა გამაფრთხილო, რაღაც კატალოგს რომ რთავ ან გრაფაში რაღაცნაირად ხომ უნდა მიუთითო! ახლა, ამ ,,კატალოგით” რამდენ ადამიანს ამოაცალეთ ჯიბიდან 3 ლარი, პლუს ,,დავალიანების” გამო გაგვითიშეთ ტელევიზია და ინტერნეტი. ცუდი კომპანია!” _ წერს ჟურნალისტი ირინა მჭედლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close