საზოგადოება

,,პოლიციელს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ და შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან”

ბექა ნათელააშვილი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ,,გაბედე”-ს ერთ-ერთი ლიდერი:

_ ხვალ, ზუსტად 2 თვის თავზე ჩვენი დაკავებიდან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლებით, 6 ადამიანს გვაქვს სასამართლო.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს პროცესი 1 კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ ცარიელი დისკი წარმოადგინა მტკიცებულებად.

გვედავებიან, რომ სუსთან, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქციას ვმართავდით და ვითხოვდით სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას, თურმე ვიგინებოდით უშვერი სიტყვებით, ვილანძღებოდით, ვარღვევდით საზოგადოებრივ წესრიგს, არ ვემორჩილებოდით სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და ასე შემდეგ.

ანუ წარმოიდგინეთ, აქციაზე, სადაც უამრავი ტელევიზიაა, სადაც ყოველ მეორეს ტელეფონიდან ლაივი აქვს ჩართული და სადაც ხალხს რუპორი უკავია და სიტყვით გამოდის, რო ვიგინებით უშვერი სიტყვებით 
 სტანდარტულად, იგივე სცენარით, როგორც აქამდე აკეთებენდნენ, რომელიმე პოლიციელს გამოიყვანენ და ათქმევინებენ ტყუილებს.

სამწუხაროა, როდესაც პოლიციელს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ და როცა შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, როცა პოლიციელი ცრუ ჩვენებას იძლევა და შუბლის ძარღვიც არ უტოკდება.

ასე მუშაობს სისტემა

Related Articles

Back to top button
Close