შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს პარტიულ-პროპორციული სისტემის პარლამენტში დაბლოკვას და ამ მიზმით მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები უახლოეს გარემოცვასთან. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიმართა ოპოზიციას, მოაწერონ ხელი საერთო მემურანდუმს.
შალვა ნათელაშვილი:
_ ჩვენი ხალხის უდიდესი თავგანწირვით, 20 ივნისის ღამეს მოპოვებული გამარჯვება პარტიულ_ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საფრთხის ქვეშაა. ოლიგარქი უახლოეს გარემოცვასთან იხილავს ამ მოდელის დაბლოკვის პერსპექტივას. მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ ფინანსდება და არ იმართება ოლიგარქისგან! მეგობრებო, ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს და ავიღოთ ვალდებულება, რომ თუ პროპორციული სისტემა ჩააგდეს, ან არჩევნები გააყალბეს, გამოვალთ ქუჩაში, და დემოკრატიულად დავამთავრებთ ამ პრორუსულ-ოლიგარქიულ- დიქტატორულ რეჟიმს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი მცდელობა, დარჩნენ ხელისუფლებაში, მიიტაცონ ქართველი ხალხის ნება და გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა, დამთავრდება ბოლივიის მოდელით, იმ ბოლივიისა, სადაც დღეს დააპატიმრეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ქვეყნის მმართველი მეზობელ მექსიკაში გაიქცა. ამ ტრიბუნიდან ასევე ვპირდები ოქრიაშვილს, ჩვენი სიცოცხლით მოვაჭრეს, თურქეთში რომ ერთი ლარი ღირს წამალი და აქ ათ ლარად ყიდის და რომლის პირითაც ოლიგარქი ბლოკავს ამ რევოლუციური მოდელის განხორციელებას: ოქრიაშვილო! შენ რამდენიმე თვეში, აუცილებად ჩაჯდები ციხეში და აუცილებალდ გამოგიზავნით ,,პერედაჩს.“ აი, ასეთები არიან დღეს ხელისუფლებაში, ასეთები იღებენ კანონს , ასეთები წყვეტავენ ჩვენს ბედს. პარლამენტი უნდა გაიწმნიდოს ეშმაკებისგან და ეს ეშმაკები სწორედ მაჟორიტარულ სისტემაშია, რომლის პროდუქტები არიან: ოქრიაშვილები, მაკრახიძეები, კალაძეები, შალელაშვილები, ენუქიძეები, 41 ოფიციალური მილიონერი, რომელიც მოკალათებულია საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის და ქვეყნის ქონების საჭმელად. დამერწმუნეთ, 41 მილიონერი რომ შეუშვა ამერიკის კონგრესში, ან ჩინეთის პარალმენტში, ამ უძლიერესი ქვეყნებიდანაც არაფერი დარჩება. ჩვენ კიდევ კარგი გამძლეობა გვქონია, მაგრამ ვადა ამოწურულია და მათ ატანას ხალხი აღარ აპირებს და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ ქართველი ხალხის შეკვეთა შევასრულოთ ერთი და მეორე, ჩვენ თვითონ ვიმოქმედოთ. და გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ არ ვაპატიებთ, ხელისუფლებაში თუნდაც ერთი ზედმეტი წამით დარჩენის მცდელობებს. რამდენიმე ხნის უკან ივანიშვილმა თავის ვიწრო გარემოცვაში გამართა კონსულტაციები, რათა დაბლოკოს პარტიულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პერსპექტივები. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს შეიძლება მოხდეს პირველსავე მოსმენაზე, შეიძლება მეორეზე, ამ მესამეზე. ანუ სანამ სამივე მოსმენით არ იქნება ეს მოდელი მიღებული, საფრთხის ქვეშ ვართ. პარტიები ნუ დაიმშვიდებენ გულს, ნუ ჩაიყოფენ ჯიბეში ხელებს. მათ უნდა იცოდნენ რონ დგება ეპოქა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა . იყო პერიოდი, როცა პოლიტიკოსებმა გაყიდეს ეს პასუხისმგებლობა ოლიგარქრბზე და ოლიგარქია მოიყვანეს ხელისუფლებაში და ამის მწარე ნაყოფს ახლა ვკრეფთ. ახლა დადგა ჟამი, როცა პოლიტიკოსებმა უნდა დაიბრუნონ პოლიტიკა, აიღონ პასუხოსმგებლობა და დავიწყოთ ამ მემორანდუმით. ….