leparisien აცხადებს, რომ ინფორმაცია მუნიციპალური სამმართველოს Eau de Paris (“პარიზის წყალი”) ლაბორატორიის თანაშრომლებმა ტექნიკური წყლის მილსადენიდან აღებული 27 სინჯიდან 4-ში კორონავირუსის კვალის არსებობა დაადგინეს.

პარიზის მერიამ დაუყოვნებლივ მოახდინა მილსადენის ბლოკირება და განაცხადა, რომ ქუჩების დასუფთავების, ბაღების სარწყავად და შადრევნებისთვის გამოყენებულ მილსადენს არ აქვს შეხება სასმელი წყლის მილსადენთან და ონკანის წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა.

წყარო: ipress.ge

 

კომენტარები