საზოგადოება

,,ოხანაშვილის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, უნდა დაისაჯოს ყველა…”

“უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე,” – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების იძულებით გაყვანას გამოეხმაურა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბესელია მოითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

“ოხანაშვილმა პროვოცირება მოახდინა, რომ ეს ძალადობა ამ დარბაზში მომხდარიყო და პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ამაზე რეაქცია მას არ ჰქონდა.

ამაზე უარესი რა შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. მე ვუთხარი, რომ არ ჩავატარებინებდი ამ სხდომას, ვიდრე არ მოხდებოდა ამაზე რეაგირება. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამაინი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ

Related Articles

Back to top button
Close