პოლიტიკა

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობას აანონსებს

„დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები”, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გიგი უგულავას დაპატიმრებას.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობას აანონსებს.

,,მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აღარ გაიმართება. გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის ძალიან დიდი ტალღის მომზადებაზე, რომელიც წალეკავს ივანიშვილის რეჟიმს” _ აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ხელისუფლება მეორედ აპატიმრებს, რადგან უზენაესმა სასამართლომ მას 3 წლიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა.  უგულავა ლეიბორისტების ოფისში გამართული შეკრებიდან პირდაპირ თავისი პარტიის ოფისში გაემართა, რათა დამშვიდობებოდა თანამებრძოლებს. სავარაუდოდ, მისი დაკავებაც აქ მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close