პოლიტიკა
,,ომი, ჩვენი ქვეყნის უწყვეტი ისტორია, განუყოფელი ბედისწერა_ ამ ომსაც მოვიგებთ!”
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:
_ ომი ჩვენი ქვეყნის უწყვეტი ისტორია, განუყოფელი ბედისწერა. მცირედი დროისა და საგამონაკლისო შემთხვევებისა სულ ომში ვიყავით. ვიბრძოდით მამულისთვის, ენისა და რწმენისთვის, რაც ჩვენ იდენტობას განაპირობებს. ზღვა სისხლი დაღვრილა, მილიონები შეწირულა სამშობლოს ზვარაკად.
გადავრჩით, შევინარჩუნეთ და აღვსდექით როგორც იესო ჯვარცმული.
დღესაც ომში ვართ..
ამ ომსაც მოვიგებთ, უფრო დიდი, მზაკვარი და დაუნდობელი მტერი დაგვიმარცხებია.
დიდება გმირებს! “მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს”.