მსოფლიო

,,ოლიგარქია პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა განიდევნოს ამერიკაშიც და სოლოლაკშიც… გამარჯვება ბაიდენს!”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც ადრეც განვაცხადე, პრეზიდენტ ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისათვის. პიროვნულად ქარიზმატული ტრამპი ოლიგარქიის წარმომადგენელია, შესაბამისად, ის უყურებს კაცობრიობას როგორც ბიზნეს–კორპორაციას, ხოლო მისი საქმიანი კავშირები რუსეთთან, მას ფაქტიურად აქცევს კაგებეშნიკ პუტინის გეოპოლიტიკურ ლობისტად. აღნიშნული დიდი საფრთხეა არა მარტო მთელი დედამიწის უშიშროებისთვის,  არამედ საქართველოს მომავლისათვის, რადგან სწორედ მოსკოვის ამერიკული ლობისტების მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი პერიოდულად ნახულობს მხარდამჭერებს ტრამპის უახლოეს გარემოცვაში, თუნდაც მისი ბიზნესმენი სიძის, კუშნერის სახით, რათა გააგრძელოს თამაში იმ თოჯინათი, რასაც საქართველო ქვია. ტრამპს ერთხელ არ უხსენებია მოსკოვისგან ოკუპირებულ–დაგლეჯილი საქართველო. ამდენად გამარჯვებას ვუსურვებ ბაიდენს. ოლიგარქია პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა განიდევნოს ამერიკაშიც და სოლოლაკშიც. მერე გვექნება უსაფრთხო მომავალი ყველას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close