საზოგადოება

,,სიტუცია იმაზე საშიშია, ვიდრე თქვენ გგონიათ! ჩვენ უპატრონოდ დაგვყარეს… ხალხი იხოცება”

მარიეტა საყვარელიძე, ჟურნალისტი:
_ საქართველო მთლიანად გაშიშვლდა!
მას არც ერთ სფეროში , არც ერთი მხრიდან–არც პოზიციიდან, არც ოპოზიციიდან–უკანასკნელ 20 წელიწადში პროფესიონალები არ მოუზიდავს!
არც ერთ სფეროში!
მხოლოდ ნეპოტიზმი და დიდი ფული ტრიალებდა!
კოვიდმა გააშიშვლა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, გააშიშვლა პასუხისმგებელ პირთა პრიმიტივიზმი და არაპროფესიონალზიმი, არაკომპეტენტურობა!!!
…ხალხი იხოცება …!!!
მიუხედავად ამისა, აქცენტები მაინც სხვა რამეზეა! არა შედეგებზე, არა ნამდვილ მიზეზებზე,არამედ კვლავ სხვა მიმართულებით!
სწორედ ასეთი არაადეკვატური აქცენტებიც საკმარისია ჩემი მოსაზრების დასადასტურებლად!
საქართველო ვერ გაუძლებს ამ ე.წ ლოქდაუნებს! რადგან იგი არაა სახელმწიფო, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით! ყველა ადამიანი თავისით შოულობს ლუკმაპურს! ამიტომ უფრო მეტ სიკვდილიანობას გამოიწვევს ამგვარი შეზღუდვა!
უნდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვა!, რომლის მნიშვნელობა აბსოლუტურად არ ესმით თავად ჯანდაცვის მესვეურებს! აი, შედეგი ოროსნების გაფეტიშების!
დღეს ვისაც ,,მიჰყავს” პროცესები …..
არც ერთ მათ გამოსვლაში არ იგრძნობა ადამიანის მიმართ სიყვარული!
ესაა ზერელე დამოკიდებულება, ზემოდან ადმინისტრაციული კოვიდთამაში, რომელიც ყოველდღე ამძიმებს ვითარებასა და გადარჩენის შანსს!
თამაშობს მედიაც! თამაშობს ადამიანთა ნერვებზე! ადამიანთა სიცოცხლეზე!
ამ ადამიანებმა უბრალო არც კი იციან , რას ნიშნავს სერიოზული მიდგომები…რადგან ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათი სიყალბე იყო 30 წლის განმავლობაში…
ზუსტად ამიტომ….სიტუცია იმაზე საშიშია, ვიდრე თქვენ გგონიათ!
ჩვენ უპატრონოდ დაგვყარეს ..ახლა კარსაც მიგვიხურავენ!
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close