საზოგადოება

მთავარმა პროკურორმა ვერ გაიხსენა, სწავლობდა თუ არა საერთაშორისო სამართალს

,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ  საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხოდამაზე  შეკითხვა დაუსვა.

ოთარ კახიძე: რომ გვითხრათ, თუ შეგიძლიათ, ლექტორის გვარის დასახელებას არ გთხოვთ, საერთაშორისო სამართალში ნიშანი რა გყავდათ?

შალვა თადუმაძე: სამიანები მყავს, სავარაუდოდ, ვერ ვპოულობ…

ოთარ კახიძე:  ბატონო შალვა, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით, თქვენი დიპლომის შესაბამისად. საერთოდ არ ფიგურირებს მანდ ეგ საგანი.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის ირგვლივ ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. მთავარ პროკურორს ბრალს დებენ, რომ მისი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი არის შეუსაბამო _პროკურორი  1993 წელს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა, როდესაც, თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაარსდა.

 

 

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close