პოლიტიკა

,,მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში და გაატარონ ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი”

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ვერც ჩვენ და ვერც ისინი იგივე დარღვევების განმეორებას ვეღარ ვნახავთ, – ამის შესახებ აღინიშნა თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, სადაც დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

„იმის ყურება, რომ ისინი ისევ ბოიკოტს ითხოვენ, უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს.

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ვერც ჩვენ და ვერც ისინი იმავე დარღვევების განმეორებას ვეღარ ვნახავთ.

ეს არის ის, რასაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს – დააბრუნონ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან, არა ჩვენთვის გამოსავლის საპოვნელად, არამედ იმისთვის, რომ იპოვონ გამოსავალი თავისთის, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, რადგან მათ პარლამენტში ერთად მუშაობა მოუწევთ, შეადგინონ პროგრამა, პარლამენტის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მნიშვნელოვან რეფორმას.

შემდეგ კი, ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ უფრო სანდო შედეგი, რომლის მიმართაც ნდობა ყველას ექნება და მსგავსი კითხვები აღარ წამოიჭრება“, – ითქვა ბრიფინგზე, რომლის შესახებაც მასალა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სწორედ იმიტომ ხვდება სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე, რომ სასამართლოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საარჩევნო დავების გადაწყვეტაში.

„სწორედ ამ მიზეზით ხვდება სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან, ფუნდამენტურად, თუ იქნებოდა ნამდვილად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, საარჩევნო სარჩელები, რომლებიც ოპოზიციამ შეიტანა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს შედეგების მიმართ ნდობა ექნებოდა. ახლა ისინი მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამის შემდეგ ზოგი სარჩელი შესაძლოა, გადაიგზავნოს სასამართლოში, ზოგი სარჩელი სასამართლოშიც განიხილება. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზციის ნაწილს არ აქვს პროცესისადმი ნდობა, იქნება ეს ცესკო-ში თუ სასამართლოში, ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ოპოზიცია გადაწყვეტილების შეცვლას, მეორე ტურში მონაწილეობას, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელახალ, თავისუფალ არჩევნებს მოითხოვს.

წყარო: უფლება.ჯე

Related Articles

Back to top button
Close