პოლიტიკა
,,მისასალმებელია პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევა”
ნინო ლომჯარია, ომბუდსმენი:
_ მისასალმებელია პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევა, რაც ეუთო ოდირის მთავარი რეკომენდაციაც იყო. საარჩევნო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის არსებობა.
ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაც, ვის პატიმრობასთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები. დიდი იმედი მაქვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილებები.
დღეს პირველად გაჩნდა იმედი, რომ დესტაბილიზაციის ნაცვლად პროცესები დემოკრატიული გზით წარიმართოს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს საქართველოში!