სამართალი და კრიმინალი

მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

პროკურატურამ სასამართლომდე პარლამენტს მიმართა, რათა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა გუშინ თითქმის 6 საათს გაგრძელდა, რასაც პლენარული სხდომა მოჰყვა.

ნიკა მელიამ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატებს ემოციური სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ის ბევრად უფრო თავისუფალია ახლა, დაჭერის საფრთხის წინაშე, ვიდრე უმრავლესობის ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მის იმუნიტეტის შეჩერებას ხმას აძლევდა.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

Related Articles

Back to top button
Close