მდინარემ წაიღო ხიდები, დაანგრია გზები და 12 სოფელი მოწყვიტა გარესამყაროს_ სოლიდარობა რაჭას!
ლაშა ჩხარტიშვილი, ეკოლოგი, ექსპერტი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:
_ სოლიდარობა რაჭას ! არა ჰესოგენოციდს ! ივანიშვილის, “ოცნების” და კიდევ ზოგი, ჰესომილიონებზე კბილებაკაწკაწებული პარტიის მიერ, გვირაბში დასამარხად გამტევებულმა რიონმა დღეს თავისი სიტყვა თქვა- 12 სოფელი მოწყვიტა გარესამყაროს, წაიღო ხიდები, დაანგრია ცენტრალური და სხვა გზები ! ღმერთის მფარველობა და დროული დახმარება მოსახლეობას ! დიდი და დამანგრეველი ჰესები კი კანონმდებლობით სრულად უნდა აიკრძალოს ! ვინც ვერ ერკვევა – გვირაბში მოქცეული მდინარე ორმაგად და ათმაგად დაანგრევს, გლობალური დათბობა კი წლიდან წლამდე გაართულებს ვითარებას, რომელსაც ჰესებით დამძიმება კი არა, არსებული ჰესების რეაბილიტაცია, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება ! !