დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ ბატონ ბახტაძეს უთქვამს,
განათლებისათვის ფული გამოვყავიო, მაგრამ…
ეს ფული რაზე დაიხარჯება და სად წავა – აღარ უთქვამს!

4 “პრივილეგირებული” უნივერსიტეტი რომ კულისებში “შრომობს” , ამ ფულის “დასათრევად”, 
ის როგორ იქნება, ჰა?!
მაყუთი საქართველოში ოხერი რამაა, ოხერი –
მით უფრო ბიუჯეტის მაყუთი…
არ გიშრომია და… თუ მიწვდი, ცხოვრება აწყობილია!

სად არის განათლებაზე ფულის ხარჯვის სტრატეგიული მონახაზი მაინც?!
ფულის გამოყოფა ამ მოშლილ ქვეყანაში
სულაც არ ნიშნავს, რომ საქმეს მოხმარდება.

განათლება რომ ნომერ პირველი სტრატეგიაა ქართული სახელმწიფოსათვის –
ეს კარგად გათვლილ კონცეფციაშიც ავსახე პირველად!..

ის ბრიყვული “თანამედროვე-ვითომ დასავლური” შეხედულება, რომ განათლებამ ბაზრის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, – ამ ტრაგიკულ სამინისტროში, რომელსაც გაუგებარი სახელწოდება “საქართველოს განათლების,+” სამინისტრო ჰქვია, – ისევ შეიარაღებაზე აქვს ხომ აღებული..

ბოლო 30 წელია, ამ უაზრო სამინისტროთი ვინ დაწყევლა საქართველო, ვინ?!

p.s.
ახლა დაიწყება დულეტანტების გნიასი ამ სამინისტროში –
ფინური მოდელი (გართობით სწავლა) თუ კიდევ უაზრო ბოლონიის მოდელი…
სწავლა აარსდროსაა გართობა!
არასდროს…

სწავლა უდიდესი შრომაა და გართობად და უდიდეს სიამოვნებად გადაიქცევა ცნობისმოყვარე ხალხისათვის და ამ ცნობისმოყვარეობას მას (ადამიანს) კულტურის წიაღში და შესაბამის გარემოში აღზრდა უძენს, როცა პიროვნული თავისუფლება და წარმატების მიღწევა უდევს აღზრდას საფუძვლად და არა კრეტინებისა და დეგრადირებული ფასეულობააღრეული ახალგაზრდების ჩამოყალიბება, რომლებსაც თახსირობა დასავლური ფასულობა ჰგონიათ!

კომენტარები
Загрузка...