ქიზიყში ოცნების მაჟორიტარ კანდიდატსა და მერს ხალხი დაუპირისპირდა _ სკანდალი!
საქართველოში რეკლამა ,,ჭამს“ და ,,სვამს“, თორემ, რეალობა რომ სხვაგვარია, ამაში ეჭვი აღარ გვეპარება. ასე იყო კომუნისტების დროსაც, როცა ველ-მინდვრებსა თუ ქარხნებში მონური შრომით სულამოხდილი ადამიანები, ტელევიზიის ეკრანებიდან და გაზეთის ფურცლებიდან ისეთი ბედნიერი სახეებით შემოგვცქეროდნენ, მათი ყოფა აუცილებლად შეგშურდებოდა. დღესაც გაიელვებს ხოლმე შურის ნაპერწკალი, როცა ვხედავთ, ცისფერი ეკრანიდან როგორ დაპირებებს აძლევს ხალხს კანდიდატი, ცრემლი თვალზე წამიერად ჩვენც გვადგება, როცა ვხედავთ, როგორ ეხუტება, გულში იკრავს და აიმედებს მოხუცს, რომელსაც მწირი პერსია საკვებშიც არ ჰყოფნის. წინასაარჩევნო ტყუილები, ცრუ დაპირებები, წინასაარჩევნოდ, თბილი და გულისხმიერი ადამიანის მანტიის წამოხურება, ჩვეულებრივ ყოფად გვექცა. ხალხს ტყუილ-მართალი ერთმანეთში აერია და ბედს შეეგუა, თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და ცხადია, დასასრულიც. სარეკლამო კოკას, ყოველთვის არ მოაქვს წყალი და ზოგჯერ ის, წყაროზე ტყდება.
Euronews.ge -მ შეიტყო, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, სიღნაღის მერთან ერთად ჩასულ ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს ხალხი აუჯანყდა და დაუპირისპირდა. თვითმხილველების თქმით, ტიბაანელებმა სიღნაღის მერს უთხრეს, როგორ გაბედე ჩვენთან მოსვლა, შენზე კორუმპირებული ამ მუნიციპალიტეტში არავინაა, სამი სახლი იყიდე თბილისის პრესტიჟულ ადგილებში, ბენზინგასამართი სადგურის ყოფილმა თანამშრომელმა ეს როგორ შეძელი თუ არა ბიუჯეტის ყვლეფით. თქვი, რომ ასე არ არის და ჩვენ წაგიყვანთ ამ სახლების სანახავად, ერთ-ერთში გრანდიოზულ რემონტს აკეთებ ამჟამად. შენ გგონია ხალხი ბრმა და ყრუაო. მერე კი ოცნების კანდიდატს მისდგნენ – ერთად დადიხართ და შენც ამნაირი იქნები, როგორ უნდა გენდოთო?
მოკლედ, სოფელმა გაბედა და ღვთის რისხვა დაატეხა თავს მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატსა და სიღნაღის მერს, რომლის ,,საგმირო საქმეებს“ ხშირად ვააშკარავებთ. რა თქმა უნდა, დეპუტატობის კანდიდატს ამ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ოფიციალურ ფეისბუქგევრდზე xxnxxx.info gonzo xxx არ განუთავსებია და იქ მხოლოდ ოცნების ხელისუფლების პირობებში გაბედნიერებული, ყველაფრით კმაყოფილი ადამიანების და ,,ხალხზე ფიქრით ღამენათევი” ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სახეებს ნახავთ.
როგორც ამბობენ, ქალაქ სიღნაღშიც არ გაუმართლა ოცნების დეპუტატობის კანდიდატს, რადგან ვინ-ვინ და ყველაზე კარგად იქ მაცხოვრებელმა ხალხმა იცის, როგორ ხრავს სიღნაღის მერია-საკრებულო ქვეყნის ბიუჯეტს, რას აფუჭებს და ფეხებზე როგორ იკიდებს ხალხს. როგორც გვითხრეს, ოცნების დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღის მაცხოვრებლებს ვერ ხვდება, რადგან მათი აზრი უკვე გადასცეს – ჩვენს სათქმელს არჩევნებზე ვიტყვით და მერე თავად გაარჩიეთ, კონკრეტულად, ვის რა წვლილი მიუძღვის ამ ქმედებაშიო. მასთან შესახვედრად მხოლოდ სიღნაღის მერის მეუღლის თანამშრომლები- მუზეუმების წარმომადგენლები მიუყვანიათ.
ისიც შევიტყეთ, რომ ხალხის ქარბორბალაში მოხვედრილ სონღულაშვილს სიღნაღის მერისთვის უთქვამს, შეხვედრებზე აღარ გამომყვე, მოვიგებ თუ წავაგებ, ჩემით ვივლიო.
ქალაქ სიღნაღის მოსახლეობას ცეცხლზე ნავთს ასხამს ის ფაქტიც, რომ ჩვენი ინფორმაციით, სიღნაღის სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად არ აქვთ, ამიტომ მშობლებს ეუბნებიან, მეზობელი სოფლების სკოლებში გადაიყვანეთ ბავშვებიო.
შემდგომ წერილში აუცილებლად მოგითხრობთ სიღნაღის თეატრის ბურუსით მოცულ ამბავსა. ასე, რომ დაგველოდეთ, შემოდგომა დადგა და ქიზიყი უჩვეულო თუხთუხს იწყებს.
ნელი ვარდიაშვილი