საზოგადოება

ლელა კაკულია: ჩინეთი კოტრდება და ამას ამერიკა უწყობს ხელს

ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სავაჭრო ზომების გატარებას გეგმავს, ვინაიდან ჩინეთის ხელისუფლება ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მუშაობას ზღუდავს.
ამის თაობაზე წერს გაზეთი The Wall Street Journal-იც.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის აპარატში ამზადებენ შეზღუდვები აშშ-ში მოღვაწე ჩინურ კომპანიებს შეეხება.
აშშ-სა და ჩინეთს სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ტალღა რამდენიმე კვირის წინ აგორდა, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ჩინური პროდუქციის სია გამოაქვეყნა, რომელთა მიმართაც დამატებითი 25%-იანი ბაჟის დაწესებას გეგმავს.

ამაზე პასუხად, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ იმ ამერიკული პროდუქციის ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომელთ მიმართაც ანალოგიური მოსაკრებელი დაწესდება იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ი თავის გეგმებს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დარწმუნებულები არიან საკუთარი ეკონომიკის მედეგობაში და მიაჩნიათ, რომ აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი ზიანს არ მიაყენებთ. თუმცა ჩინეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, რათა დროულად დაიცვას ჩინური ფირმების ინტერესები იმ შემთხვევაში, თუ მათ ამერიკული შეზღუდვები შეეხება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და სმარტფონების მწარმოებელ კომპანია ZTE-ს, „არაერთი ცრუ განაცხადის“ გამო, უკვე ჩამოართვა პრივილეგირებული უფლება, შეიტანოს ქვეყანაში საკუთარი პროდუქცია ან გაიტანოს ის უცხოეთში. ახლა კომპანიას ეკრძალება, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ტიპის საექსპორტო საქმიანობაში, რომლებიც აშშ-ს უკავშირდება.
გარდა ამისა, კომპანია ZTE-სთვის ნებისმიერი დახმარების გაწევა ასევე აეკრძლათ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც.
ახლა კი რამდენიმე ამონარიდი ქალბატონი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც აშშ-სა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ დაპირისპირებებს შეეხება.
1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.
ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან…
2008 წელი, 7 თებერვალი.

ჩინეთი კოტრდება!!! მხოლოდ ეს სიტყვები მესმის, მეტი არაფერი. და ამას ამერიკა უწყობს ხელს.

2009 წელი, 8 ოქტომბერი, თბილისი.
ჩინეთი – აი ამერიკის მთავარი სამიზნე…
მალე გამოაჩენს ამერიკა კლანჭებს. ჩინეთი წააგებს ამერიკასთან. მას ამერიკა, ასე ვთქვათ, ბოლომდე მიახრჩობს. არ აპატიებს.
2009 წელი, 10 ოქტომბერი, თბილისი.
ვხედავ, მომავალში ამერიკა ძირს უთხრის ჩინეთს. მათ სურთ, ისე დაასუსტონ ჩინეთი, რომ იგი მსოფლიო პოლიტიკაში ზეამბიციებმა აღარ შეაწუხოს, რომ ძალიან კარგად დაფიქრდეს, სანამ ამერიკას უღალატებს.
ასეა, რუსეთთან გარიგებას ამერიკა ჩინეთს არ აპატიებს. მომავალში იქნება დიდი დაპირისპირება ჩინეთ-ამერიკას შორის და ამ დიდ თამაშს ჩინეთი წააგებს. იგი წარსულ ცხოვრებას დაუბრუნდება. ამერიკა მას არ დაინდობს. თუნდაც პროამერიკული მთავრობაც ვერ უშველის ჩინეთს. მათ დაკარგეს მთავარი – ეს არის ნდობა.
**
ერთი სიტყვით, ამერიკა რჩება ისევ ზესახელმწიფოდ, ხოლო ჩინეთი, დიახ, დღეს ძლიერი ჩინეთი, კარგავს ძალას. ასეა, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს.
**
ამასთან, მომავალში ვხედავ, რომ ტიბეტი ჩინეთს გამოეყოფა; დიახ, გამოეყოფა. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩინეთისთვის, მაგრამ ამერიკა არ აპატიებს და დაეხმარება ტიბეტს.
საერთოდ კი, მთელ მსოფლიოს ურჩევნია ჩინეთი იყოს სუსტი და არა ძლიერი და საშიში; დიახ, საშიში ჩინეთი!
2009 წელი, 20 ნოემბერი. თბილისი.
ჩინეთის სახელმწიფო ძალიან რთულ პერიოდებს გადაიტანს. მომავალში, ვხედავ, დიდი ჩინეთი გაკოტრდება და ამას ამერიკა გააკეთებს. ამ პროცესებს არავითარი მსოფლიო კრიზისი არ მოჰყვება.
**
ვხედავ იმასაც, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩინური პროდუქცია არ იყიდება – ამაში ამერიკელების ხელი ურევია – ამიტომ ჩინეთი გადაიტანს ორ დიდ ეკონომიკურ კრიზისს და ეს საბოლოოდ გააკოტრებს მას.
**
საჭიროა, რომ ჩინეთმა პოლიტიკური ურთიერთობები მოაწესრიგოს ამერიკასთან! ასე ფიქრობს ბევრი სხვა ქვეყანაც უკვე… მაგრამ ამერიკა ჩინეთს მაინც გამოუთხრის ძირს.
დადგება დრო, როცა „ლამაზი“ პოლიტიკის თამაშის გაგრძელება ზედმეტი იქნება. ამერიკა დაიწყებს ხისტი პოლიტიკის გატარებას. ნამეტანი მშვიდობის მტრედობანას თამაში უკვე საშიში გახდება. ნახავთ, ამერიკელები რუსებს გადაასწრებენ არა ლაპარაკით, არამედ საქმით. ჩინეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ისევ ვიმეორებ: ზესახელმწიფოები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ჩინეთი ნელ-ნელა დაკარგავს ძალას. თუმცა ვხედავ, მოდის ახალი მთავრობა, რომელიც ძალიან საინტერესოა იმით, რომ რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. ეს მთელ მსოფლიოს გააკვირვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაო ძე-დუნის სურათები გაქრება. ახალი ცხოვრების ტალღა გადაუვლის დიდ ჩინეთს.

ფრთხილად! ერთადერთი საკვები ისევ ბრინჯი არ გაუხდეთ!

ჩინეთი მომავალში ძალიან დასუსტდება. იშლება!!!
2010 წელი, 1 დეკემბერი, თბილისი.
ვხედავ, მომავალში ამერიკა ისევ დაუპირისიპირდება ჩინეთს და ეს ძალზე სერიოზული დაპირისპირებაა. ამერიკა ისეთ ნოკაუტში ჩააგდებს ჩინეთს, რომ სწრაფად ვერ გამოფხიზლდებიან…
ამერიკა ჯერ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს ჩინეთს, მერე კი პოლიტიკურად მოთხრის, დაასუსტებს. ვხედავ, ჩინეთს დიდი ამბიციები ერთ დღეში გაუქრება. დიდ გაჭირვებაში ჩავარდება, ხოლო ამერიკა უკან არ დაიხევს — ჩინეთის სიძლიერე აღარ აწყობთ ამერიკელებს, ვინაიდან ის ამერიკულ პოლიტიკას უკვე დიდ დარტყმას აყენებს.
ჩინეთმა მონიშნული პოლიტიკური ზღვარი დაარღვია და მომავალში იქ დიდი ეკონომიკური კრიზისი იქნება. იქნება დიდი უმუშევრობაც. ამერიკა რადიკალურად შეცვლის თავის პოლიტიკას ჩინეთის მიმართ. ეს კი მთლიანად ანგრევს ჩინურ პოლიტიკას. იქნება დიდი განცხადებები და გარჩევები, მაგრამ ამერიკა მაინც არ დაუთმობს.
2011 წელი, 10 იანვარი.
ჩინეთი სწრაფად მიხვდება, რომ ძალიან წამგებიან როლში მოხვდა და ამერიკას კუდის ქიცინს დაუწყებს, ვინაიდან იგი ჩინეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.
**
ჩინეთის საგარეო პოლიტიკაც გაიყინება. ამერიკა ღალატს არ აპატიებს. ამასთან, ბევრი სახელმწიფო დაიწყებს ჩინელების გაძევებას…
2011 წელი, 20 აპრილი, თბილისი.
ჩინეთი, ვხედავ, ამერიკის სამიზნეა და ეს ძალზე სერიოზულ სახეს ღებულობს. ჩინეთის ეკონომიკა ნულს უტოლდება თითქმის. ეს უცნაურ თამაშს ჰგავს. ამერიკა ჩინეთს თავის ადგილზე მოსვამს, აჩვენებს, ვინ არის ბატონ-პატრონი, ანუ ეუბნება, როგორც შეგქმენი, ისე მოგსპობო.
2012 წელი, 22 აპრილი, თბილისი.
ჩინეთის შეიარაღება კიდევ უფრო შეაშფოთებს არამხოლოდ რუსეთსა და ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს. არის ისეთი იარაღი — რაკეტები თუ სხვა რამ, რაც არ უნდა ჰქონდეთ ჩინელებს. ზუსტად ისევე შეედავებიან მათაც, როგორც ახლა ირანს ედავებიან და ჩინელებსაც ბევრ კითხვაზე მოსთხოვენ პასუხებს ამერიკა, რუსეთი და ევროპა. სხვათა შორის, ეს თემა საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგნადაც იქცევა.
ჩინეთი ერთს კი წამოიწევს, თითქოს წინააღმდეგობას გაუწევს მათ, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ ეს ძალზე სერიოზული საკითხია და თავის გადასარჩენად ბევრ დათმობაზე წასვლა მოუწევს — ჩინეთს მოუწევს იარაღის განადგურება.
27 ოქტომბერი, 2013 წელი.
ჩინეთი, როგორც კი დაყნოსავს, რომ პოლიტიკაში დიდი რყევები იწყება და რუსეთი მყარად ვეღარ დგას, შეცვლის თავის პოლიტიკას და ამერიკის მთავრობის მიერ ჩინეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას სწორ შეფასებას მისცემს. ეს მომავალში იქნება.
დღეს კი, ყველაფერი ის, რაც ხდება, თითქოს ახლოსაც არ არის ჩემს წინასწარმეტყველებებთან და ზღაპრად გეჩვენებათ.
ასეა ადამიანებო, წინასწარმეტყველება არცერთ ლოგიკურ აზროვნებაში არ ჯდება. „დღეს ასეა არაა, ასე როგორ შეიძლება მოხდეს?“ — ისმება კითხვები.

აი, ამიტომაცაა წინასწარმეტყველება, რომ ხდება ის, რასაც ვერ წარმოიდგენთ. ჩემი სიტყვები სრულდება ზუსტად.

2017 წელი, 11 მარტი
ვხედავ, ამერიკა ერთ პატარა მოქმედებას განახორციელებს ჩინეთში, რაც ძალიან დაარტყამს ჩინეთის ეკონომიკას (საერთოდ, რომ იცოდეთ, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს საიმისოდ, რომ ესა თუ ის ქვეყანა შეაჩერონ). ჩინეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი გამოთათხავს. და უფრო მეტიც: ვხედავ ბრძანებას, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში არცერთი ჩინელი არ მიიღონ. დიახ, ასეთი რამ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია, თანაც ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს.

Related Articles

Back to top button
Close