(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 35)
2008 წელი, 16 დეკემბერი
ვხედავთ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არეულობები დაიწყება. ეს არის რუსებთან სერიოზული დაპირისპირება, რომელიც აუცილებლად დიდ ომში გადაიზრდება. დიახ, ვხედავთ, ოსები უღალატებენ რუსებს, მათ აყვებიან აფსუებიც.
რუსეთი, ვხედავთ, ჰგავს იმ კატას, რომელიც ტომარაშია მომწყვდეული. რუსეთს ისე ძალიან გაუჭირდება, რომ ყოველგვარ მოლოდინს, ანუ იმ ანალიზებს გადააჭარბებს, რომელსაც მსოფლიოს პოლიტოლოგები აკეთებენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რაოდენ დიდი ეკონომიკური დარტყმა მიადგება „დიდ რუსეთს“. რუსეთის მთავრობა მათმა ამბიციამ დაამარცხა!!!
ვიმეორებ: 1992 წელს დავინახე, აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს გახდება რუსეთისა. საქართველო ამ ომს ასი პროცენტით მოიგებს. გავალთ ფსოუზე და ამას ვერავინ შეაჩერებს!
ლელა კაკულია: საქართველოს იმხელა ენერგია იცავს, რომლის მომრევი არც დაბადებულა და არც დაიბადება!
ამერიკა-საქართველოს ხელმოწერას, შეთანხმებას ვხედავთ სამხედრო ხაზით. ეს თანამშრომლობა რუსეთისთვის უფრო დიდი დარტყმაა. ვხედავთ, ეს სამხედრო შეთანხმება დაანახებს მას, რომ საქართველო საერთოდ დაკარგა!!!
ამერიკა უკან არ დაიხევს, არც ევროპა. ისინი რუსეთს მომავალში ღიად დაუპირისპირდებიან. „ყველაზე დიდი საფრთხე — ეს რუსეთია!“ — ყვირის მსოფლიო.
ვხედავთ, რუსული პოლიტიკა კარგავს სიფრთხილეს, მათი ამბიცია უსაზღვროა; განსაკუთრებით, დასავლეთს გაუცრუებს იმედებს. რუსეთი იწყებს ენერგორესურსებით თამაშს და დასავლეთს, რომელიც აქამდე თავს იკავებდა, უკვე არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ რუსეთს სერიოზულად დაუპირისპირდეს. ეს ასეა ასი პროცენტით.
დღეს ისე ჩანს, რომ ევროპის ქვეყნები: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, თითქოს რუსეთის მხარეს იხრებიან. ჰოდა, როგორც კი იგრძნობენ რუსები მომავალში, რომ დასავლეთმა დაუთმო, აი მერე ნახეთ მათი ამბიციები და უარყოფითი, თავხედური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ოღონდ, თუ მოასწრეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა მაინც დაეშვება დაბლა და მთელი რუსული მოსახლეობა გარეთ გამოდის. შედეგები კი, როგორიც ვიწინასწარმეტყველეთ, ისეთი დადგება.
რაც შეეხება საფრანგეთსა და გერმანიას, ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველეთ ის, რასაც დღეს მოიმოქმედებდნენ ისინი ევროპის პოლიტიკაში. ვხედავთ, თვითონ დასავლეთის ქვეყნები, როგორც ადრე აღვნიშნე, დაუპირისპირდებიან მათ.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირდებათ. რუსეთი ისევ გამოაჩენს საკუთარ სახეს, ისევ ხისტ, უხეშ პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთი დასავლეთს გაზს შეუწყვეტს, ავარია მოხდაო, იტყვიან. ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, თქვენ მაინც რუსეთზე ხართ დამოკიდებულებიო.
რაც შეეხება რუსულ გეგმას საქართველოსთან მიმართებაში, გაიხსენეთ ადრინდელი წინასწარმეტყველება: „კიდევ კარგი, რომ საქართველოს არ აწერია განადგურება, თორემ რუსეთი დიდი სიამოვნებით დაგვაყრიდა ჩეჩნეთზე უარეს დღეს. მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. მერე მიხვდებით ქართველები, თუ რაოდენ ძვირფას ინფორმაციას გაწვდით. ეს ასეა ასი პროცენტით“.
კოსმიური ძალის ლოცვა! ბრიტანელი პილიგრიმები სტუმრად ქალბატონ ლელასთან
და საერთოდ, მესამე მსოფლიო ომმა მსოფლიოს უკვე მოუკაკუნა. ფრთხილად! რუსები კი ქართველების ნერვებზე თამაშობენ, ქართულ სოფლებში ტანკებით მოგზაურობენ, მთელი დღე სანგრებს თხრიან და თხრიან, ამაგრებენ პოზიციებს და თვითონ არ იციან, მერწმუნეთ, ხალხო, რა უნდათ. რუსული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ჩიხშია მომწყვდეული (ეს რამდენჯერმე აღვნიშნეთ). მიდი-მოდიან და სად გაჩერდნენ, არ იციან. აქეთ ეშინიათ ქართველებისა, არ გვენდობიან. მთავარი ისაა, რომ რუსეთი ომს საქართველოსთან ვერ გააჩაღებს.
საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას თამაშს კოსმოსი არ აპატიებს; რუსეთთან პოლიტიკური შეჯახებები ელით. ამას ამერიკაც დიდად შეუწყობს ხელს.
რუსეთ-თურქეთის ალიანსი მთავრდება არაფრით. აქაც ამერიკა ჩაერთვება. ამერიკის გარეშე თურქეთი ისედაც ვერაფერს მიაღწევდა. ხოლო რუსეთის დიდი მცდელობა, რომ საქართველოს გადააბრალოს ომი, კრახით მთავრდება. ვიმეორებ: არც მუზეუმების გახსნა და არც ფილმების გადაღება არ უშველით. თბილისთან დგანან, 40 კილომეტრში, სურთ, ფსიქოზი გამოიწვიონ ხალხში, პანიკა დათესონ. ვერ მოესწრებიან!
პირიქით, ქართველებო, დამშვიდდით და წყნარად ვადევნოთ თვალი რუსეთის ჯარის წინ და უკან სიარულს. დაბომბვას ვეღარ გაბედავენ. აგვისტოს აგრესიაზე მსოფლიოს რეაქცია რომ არ ჰქონოდა, დღეს მართლა დაგვბომბავდნენ. ასე რომ, თვითონაც ეშინიათ. მართალია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია დიდ გარიგებაში არიან რუსეთთან, მაგრამ არავინ უწყის, თუკი აგრესია მეორედ განხორციელდება, რა პასუხი ექნებათ ამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. და რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი ექნებათ. თუმცა რუსებს არ შერცხვებათ, ყველანაირი ქმედება შეუძლიათ ჩაიდინონ. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში მათი ნავთობის ფასი გახდება ათი დოლარი. მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთს ამერიკა შიგნიდან დაანგრევს.

საქართველო ამ ორი მონსტრის შეჯახებაში ბაყაყივით კი არ გაიჭყლიტება, გადავრჩებით! გადავრჩებით!

ძველი წინასწარმეტყველებები სიტყვა სიტყვით სრულდება ასი პროცენტით. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო და საათი აქვს.

წინასწარმეტყველება ვერ ასრულდება, ადამიანებო, ზუსტად ერთ ან ორ დღეში, ერთ საათში, გაიგეთ! თქვენ კი გეჩქარებათ, მაგრამ ღმერთს არ ეჩქარება. ეს ასეა. დრო კოსმოსში არ არსებობს. დანახული კი ყველაფერი ზუსტად ასრულდება, ამინ!
2008 წელი, 18 დეკემბერი
ვხედავთ ტერაქტების სერიალებს, ანუ ტერაქტების გაგრძელებებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. განსაკუთრებით სოჭია, ვხედავთ, მიზანში ამოღებული. სოჭის ტერაქტები კითხვის ნიშანს ტოვებს ოლიმპიადასთან მიმართებაში. რუსეთის მთავრობა ამას ვერ შეაჩერებს. სადაც უნდა იდგეს რუსული ჯარი, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
ძალიან იძაბება კოდორი, იწყება სერიოზული პარტიზანული ბრძოლები. ფრთხილად, ეს სერიოზული ძალაა. ვხედავთ სხვა ეროვნების მებრძოლებსაც. ამაზე რუსეთი ერთ ამბავს ატეხს, მაგრამ ვერაფერს გახდება. რუსეთი ბევრ რამეს წააგებს. კოსმოსი აფრთხილებს მას ჩვენი წინასწარმეტყველებებით, მაგრამ როგორ მიიღებს, ეს თავად რუსეთის გადასაწყვეტია.
ჩვენ არც რუსეთი გვძულს და არც სხვა არავინ, არც ვინმეს განვიკითხავთ. მგონი, ეს კარგად გესმით. რასაც ვხედავთ, იმას ვწინასწარმეტყველებთ და მორჩა! უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ ყველაფერი სრულდება.
მე ქართველი წინასწარმეტყველი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ქართველები, მაგრამ წინასწარმეტყველებას ვერ გადავაკეთებ. ამის თქმაც კი არ შეიძლება. ის, რაც უფალმა დამანახა, ესაა საქართველოს გაბრწყინებული მომავალი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რაც მთავარია, ქართველთა კვლავ არსებობა, რადგან სატანური ძალები ვერ მოგვერევიან, ეს არის უფლის უდიდესი წყალობა საქართველოს მიმართ!
თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამას ვერაფერს მოუხერხებთ. რაც გადასატანია, ვერ აიცდენთ, ვერ შეაჩერებთ, რაც უნდა მოიმოქმედოთ. წინასწარმეტყველება ზუსტად უნდა ასრულდეს, ისე, როგორც არის დაწერილი და ამას ვერავინ შეუშლის ხელს. ამინ!
2008 წელი, 21 დეკემბერი
ვხედავთ, პოლიტიკური ომი რუსეთ-ამერიკას შორის გამძაფრდება. არც ამერიკის ახალი მთავრობა ფიქრობს, რა თქმა უნდა, რომ დაუთმოს რუსეთს. საოცარია, რატომ ჰგონია რუსეთის მთავრობას, რომ ამერიკა თვალს დახუჭავს მათ აგრესიაზე ან დასავლეთისა თუ მთელი მსოფლიოს მიმართ, ან იმაზე, რაც საქართველოში ჩაიდინეს? არც იფიქროთ!!! ამერიკა ახალი ძალებით შეუტევს „დიდ რუსეთს“. გეგმა, რომელიც ბუშის დროს არსებობდა, გრძელდება, უფრო გააფართოვებენ კიდეც. უკრაინისა და საქართველოს მიმართაც იგივე გეგმით მოქმედებს ამერიკა და არც არაფერს შეცვლის. პირიქით!!!
რუსეთი ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს, ამის რეზულტატებს იმკის კიდეც დღეს, მაგრამ მათი მთავრობა კვლავ განაგრძობს შეცდომების დაშვებას. კრემლი უკრაინასთან ვერაფერს გახდება, საქართველოს საკითხით ვაჭრობა დასავლეთსა და ამერიკასთან არავითარ შედეგს არ იძლევა. ენერგორესურსებით ვაჭრობა კი საქართველოს აბრეშუმის გზის გამოყენების აუცილებლობას ანახებს დასავლეთს. ეს უფრო დიდი დარტყმაა რუსეთისთვის. ასე რომ, რუსეთი ბოლომდე კარგავს, ვხედავთ, კავკასიას. ყველაფერი სრულდება, რაც 1987 წლიდან ვიწინასწარმეტყველე.
საქართველო, ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიას დაუსხლტა. კავკასიის სხვა რესპუბლიკები კი მოთხოვნებით დგებიან და ილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ დავინახეთ და დავწერეთ 1992-1993 წლებში, რომ რუსები იძულებულები იქნებიან, ცნონ საქართველოს საზღვრები, ვინაიდან მათ საკუთარი საზღვრები ექნებათ დასაცავი-მეთქი. დღეს უკვე დაკარგა უკრაინა, ასევე საქართველო, ხვალ (და ეს დრო ძალიან ახლოსაა) ვხედავთ, კავკასიას კარგავს – მთელ ჩრდილოეთს. საქართველო კი იბრუნებს თავის ძირძველ მიწებს – აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რომელთაც ჩვენ დაკარგულად არასდროს მივიჩნევდით და არც მივიჩნევთ. დიახ, ეს ასეა და ყველა ნამდვილი ქართველის გულში უნდა იდოს ეს დიდი იმედი და რწმენა, რომელიც რეალობაში გადადის და აღსრულდება ყოველივე.
იცოდეთ, რომ წინასწარმეტყველება, როგორ ზღაპრადაც უნდა გესახებოდეთ იგი, ყოველთვის სრულდება ასი პროცენტით და ნუ შეეცდებით, შეებრძოლოთ ამ უზარმაზარ კოსმიურ ენერგიებს. საქართველოს მტრებო, შადიმანებო, ტყუილად გაირჯებით! სამაგიეროდ კოსმოსიდან დიდ დარტყმას მიიღებთ. თქვენნაირი მტრები რამდენი უნახავს განადგურებული მთელ საქართველოს?!
რუსეთი დაისჯება ღალატისთვის, რომელიც ერთმორწმუნე საქართველოს მიმართ ჩაიდინა. იგი საკუთარ მიწებს დაკარგავს. აი, ქაოსი და დაპირისპირება მერე მოსკოვში ნახეთ!
მუსლიმები კი, როგორც 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე, იმ იარაღს, რომელსაც რუსეთი მათზე ჰყიდის – ნამდვილ სამხედრო ტექნიკას და რაკეტებს – საკუთარ სახლში აუფეთქებენ. ეს ასეა ასი პროცენტით! ეს გაფრთხილებაა კოსმოსიდან. ვერავინ და არავინ შეძლებს შეაჩეროს ეს პროცესები.
ვხედავთ, რუსეთი ვერ მიიმხრობს დასავლეთსა და ამერიკას საქართველოს წინააღმდეგ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს. მათი ყველა მზაკვრული გეგმა ჩაფუშულია, ასრულება არ აწერია (ამას სულ ვიმეორებთ და მომავალი გიჩვენებთ). ხოლო დასავლეთს რუსეთის მთავრობისგან სიურპრიზები ელის.
ვხედავთ, როგორ ჩამოინგრევა რუსეთში ეკლესიის გუმბათი. ამას სხვა ეკლესიების ნგრევაც მოჰყვება. ეს არის დიდი ნიშანი და გაფრთხილება კოსმოსიდან. მიხვდებიან, რომ? ვხედავ, ხვდებიან, მაგრამ მათი გეგმები საქართველოს მიმართ არ იცვლება. კოსმოსიდან კი მოდის ძალიან დიდი, უზარმაზარი უარყოფითი ენერგიები. ვიმეორებ: უფალი არ აპატიებს რუსეთს!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთის როლი დედამიწაზე შავი მაგიაა, რომელიც უკან უბრუნდება და დიდ დარტყმას მიიღებს თავად რუსეთი ზუსტად საქართველოს გაწირვისათვის-მეთქი. მაგრამ საქართველოს გაწირვას ვერ მოესწრებიან მტრები, რუსეთს კი, რაც მოელის, მალე იხილავთ. ეს თამაში არაა, ეს დიდი რეალობაა, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები იხილავენ.

ჩემი საყვარელი ქვეყანა და ჩემი ქართველები კი კოსმიურ დაცვით წრეში არიან მოქცეულნი, რომელსაც შავი ძალები ვერ გაარღვევენ. დაიმახსოვრეთ!

ეს არ არის უაზრობა ან თამაში.
ვხედავთ, დასავლეთი ღირსია იმ სიურპრიზებისა, რომელთაც რუსეთი მოუწყობს, ჭკუას ისწავლიან. ამერიკა იქნება დასავლეთის მშველელი და მაშინ მიიღებს ის ამერიკის შენიშვნებსა და გეგმებს. დასავლეთი საერთოდ კარგავს ნდობას რუსეთის მიმართ და ხვდება, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ნდობის საკითხს.
ვიმეორებთ: ამერიკა არ დაუთმობს რუსეთს საქართველოს! ქართველებო, ეს ძალიან სერიოზულია, რასაც ვხედავთ. ამერიკის დახმარება მომავალში მართლა თავისუფლებას მოუტანს საქართველოს, ვინაიდან, როგორც ადრე, წლების წინ ვიწინასწარმეტყველეთ, საქართველო ხდება მეორე შვეიცარია. ეს ასეა ასი პროცენტით! საქართველო იქნება ნეიტრალური ქვეყანა, საკუთარი ჯარით ვიცავთ ტერიტორიებს და აქ ამერიკა გვეხმარება. ანუ კავკასიაში ერთ-ერთი დემოკრატიული, ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო, ვხედავთ, ეს საქართველოა. ეს ჯერ კიდევ კიდევ 1992 წელს დავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც გაზეთებში, ჟურნალსა და წიგნში. პირველად კი 1987 წელს ვიხილე ის ყოველივე, რაც ახლა აღვნიშნე.
ჩემო საყვარელო ქართველებო, ეს წინასწარმეტყველებაა და მას, როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, ვერაფერი შეცვლის. ასრულდება ყოველივე, გვსურს ჩვენ თუ არა. მინდა, ყოველივე სწრაფად ასრულდეს, თქვენთან ერთად, ჩემს საყვარელ ქართველ ხალხთან ერთად და მოვესწროთ თავისუფალ, გაბრწყინებულ საქართველოს. ეს ასეც იქნება!

ქართველებო, ნუ გეშინიათ! მალე ყველაფერი ხალხის, საქართველოს სასიკეთოდ შეიცვლება. ამინ!

გიმეორებთ: ვხედავთ ერთიან, დემოკრატიულ საქართველოს. რუსეთს მაინც მოუწევს უკან დახევა. საქართველოდან შორს მოისვრის უფალი და ბევრ სატკივარს გაუჩენს მას, რათა ჩვენი სამშობლოსთვის ვეღარასდროს მოიცალოს.
ვხედავთ, საპატრიარქოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ეს მოხდება ღიად. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ეტყობა დროა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს!!!
ისე, ძალიან დიდი სირთულეები აქვს პატრიარქს გადასატანი. მღვდელმთავრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუკი აქამდე ყოველივე დაფარული იყო, ახლა არაფერი დაიმალება და აღსდგება შავი ბერი პატრიარქის წინააღმდეგ; გაიყოფიან ორად და დაიწყება ბრძოლები. ამას ყველა იხილავს.
ბრძოლები ყოველთვის იყო და ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით საპატრიარქოს! განსაკუთრებით, პოლიტიკაში არ ვურჩევდით ჩართვას, ანუ იმ საკითხებში, რომლებიც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებოდათ.
ვხედავთ ბერების, შავი ბერების აჯანყებას. ვიმეორებ: ბევრი რამ ხდება ხილული. საზოგადოების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი აღარ ენდობა საპატრიარქოს, საკუთარი გაჭირვებისა და ამ მთავრობის დარჩენის მიზეზად მას მიიჩნევს; ფიქრობენ, რომ საპატრიარქო საკუთარ მრევლს დაცილდა. ყველაფერი ასრულდება, ყველაფერი ითქმება. ასეთია ნება უფლისა. ამინ!
2008 წელი, 23 დეკემბერი
რუსეთ-ამერიკის ომი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს. იგი არასდროს შეწყვეტილა და არც შეწყდება. რუსეთი ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც ამერიკის წისქვილზე ასხამს წყალს. რუსები იმ მცდელობებით, რომ ითანამშრომლონ მუსლიმებთან სამხედრო ხაზითა და ენერგორესურსების კუთხით, უდიდეს შეცდომას უშვებენ. ქრისტიანული რუსეთი ალიანსში შედის მუსლიმებთან, რათა ერთმორწმუნე ქვეყნები გაანადგუროს და ამას კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ აპატიებს. ჩვენი ოცი წლისწინანდელი წინასწარმეტყველებები ზუსტად დღევანდელ მდგომარეობას სცემს (და გასცა კიდეც) პასუხს.
დასავლეთი, ევროპა, ვხედავთ, შეშფოთებულია რუსული პოლიტიკით ენერგორესურსებთან დაკავშირებით. მუსლიმებთან შეთანხმებით, ანუ რუსულ-ირანული და სხვათა ალიანსით ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით, რუსეთი მოგვევლინება ენერგორესურსების გაერთიანებული, მუსლიმურ-რუსული კომპანიის „მთავარსარდლად“. მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია: რუსეთი ამ მოლაპარაკებებში წააგებს, მუსლიმები უღალატებენ.
რუსეთს საკუთარი, განსაკუთრებული ინტერესები აქვს, რასაც ირანი, საბოლოო ჯამში, არ მიიღებს, ვხედავთ. პირველობას რუსებს არავინ დაუთმობს, მერწმუნეთ. ენერგორესურსებით რუსეთი დასავლეთსა და სხვა ქვეყნებს ვერ დაიმორჩილებს. მეტიც: დასავლეთი უფრო აქტიურად ჩაერევა იმ პროექტებში, რომლებიც საქართველოს უკავშირდება.
ძალიან რთული პროცესები იწყება დედამიწაზე. რაც ოცდაათი წლის განმავლობაში ვიწინასწარმეტყველეთ, ყველაფერი სიტყვა სიტყვით სრულდება ასი პროცენტით.

მთავარი კი ის არის, ჩემო საყვარელო ქართველებო, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება და საშინელი ომები გვერდს აუვლის მას!!!

უფრო მეტიც, ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. როგორც1992 წელს ვიწინასწარმეტყველეთ, რუსეთი იძულებული შეიქნება, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. დიახ, პოლიტიკური ვითარება აიძულებს რუსეთს ამას.
დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკა. ეს არის საქართველოს გადარჩენა!
1997 წელს, როცა კოჯორში ვისვენებდი, ვიხილე, როგორი შავი, უზარმაზარი, დამანგრეველი ენერგია და ძალები წამოვიდა რუსეთიდან საქართველოს წინააღმდეგ. დანახულმა ისეთ შოკში ჩამაგდო, რომ ერთი კვირა არავის ველაპარაკებოდი. ნერვიულობა მხოლოდ იმან მომიხსნა, რომ ხილვის ბოლო კეთილი იყო, ანუ ვიცოდი, დარტყმა იქნებოდა, მაგრამ რუსეთის აგრესიას საქართველო მაინც თავს დააღწევდა ასი პროცენტით. ეს წინასწარმეტყველება გაზეთებშიც დავაფიქსირე და წიგნშიც. ასევე იყო სხვა მრავალი წინასწარმეტყველებაც. დღესაა ეს ხილვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, თორემ 1997 წელს, როგორც ყოველთვის, ნაკლებად გაამახვილეს ყურადღება მასზე. თუმცა, ჩემმა ახლობლებმა, ვინც ასე შეშინებული მნახა, იციან, რომ უბრალოდ არაფერს ვიტყვი და დღეს კოჯრის იმ საშინელ წინასწარმეტყველებას თვითონ მახსენებენ.
ვხედავთ სიძნელეებს, რომლებიც საქართველომ უნდა გადაიტანოს. ამასაც გაუძლებს ხალხი. მნიშვნელოვანია ის, რომ, რაც მოდის და რაც შეაშინებს მსოფლიოს, ანუ დიდი ომები, მერწმუნეთ, საქართველოს გვერდს აუვლის! ამ წინასწარმეტყველებას მერე დააფასებთ, როცა მსოფლიოში ყველაფერი ეს დაიწყება. ანალიზსაც ვერ გააკეთებენ ანალიტიკოსები თუ პოლიტიკოსები, იმდენად რთული იქნება მოვლენების შეფასება.
თუმცა არის ორი ანალიტიკოსი, რომლებსაც შედარებით დადებითად ვაფასებთ. ისინი არ ჰგვანან ერთ-ერთ „სანტექნიკოს“ პოლიტოლოგს, რომელმაც არც კი იცის, რა ხდება ქვეყანაზე. კიდევ კარგი, ტრუმენი და სტალინი ახსოვს! მოკლედ, ბოღმა კლავს და საკუთარ უვიცობას ფარავს უაზრო ლაქლაქით… მას აღარც უსმენენ. ვიცი, მას უფალი გასცემს პასუხს თავის „საბუტილნიკთან“ ერთად, რომელიც გაზეთში აფრქვევს „სიბრძნეს“. ხალხს უკვე მობეზრდა და მალე სულ აღარ წაიკითხავს ამ გაზეთს. სწორიც არის. უარყოფითი, შავი ენერგიების კითხვა არ გარგებთ. უნდა მოისროლოთ შორს, დიახ, მოისროლოთ და ნახავთ მერე, როგორ დამშვიდდებით.
რაც მთავრია, გახსოვდეთ: ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით, იფიქრეთ საკუთარზე (ეს ჩვენი რჩევაა) და შედეგებსაც მალე მოიმკით. უარყოფითი ინფორმაცია სწრაფად იკიდებს ფეხს თქვენ ოჯახებში. აიღეთ მხოლოდ დადებითი, სასიამოვნო ფიქრები შეუშვით გულებში და ეს განდევნის უარყოფით, შავ ძალებს თქვენი ოჯახებიდან. გირჩევნიათ იკითხოთ ქართული ხალხური ზღაპრები, ვიდრე შეთითხნილი და ცრუ ინფორმაციები. ეს სრული სიმართლეა!
ხოლო ჩვენი გაზეთი უდიდესი, რეალური ინფორმაციებითა და დადებითი ენერგიებითაა დამუხტული, რომელიც ადამიანებს და მსოფლიო ქვეყნებს სიმართლეს ამცნობს. გირჩევთ, ჩვენი ინფორმაცია, როგორიც უნდა იყოს იგი, მიიღოთ. მაგრამ დღეს ყველა გვებრძვის, პოზიციაც და ოპოზიციაც, იმიტომ რომ ორივე ერთად აღმოჩნდა პოლიტიკურ სანაგვეზე.

წინასწარმეტყველება ითქმება და მორჩა. საშენოდ და საჩემოდ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. ასეთია კოსმოსის კანონი. გაიგეთ!!!

რასაც ვხედავთ და ვწინასწარმეტყველებთ, ყველაფერი სრულდება სიტყვა სიტყვით. მათში არის კოსმოსის უზარმაზარი ენერგიები და უმთავრესი კი სწორედ ეს დიდი ენერგიებია, რომელთაც დედამიწაზე ვერაფერი მოერევა. ამას მომავლის ქართველებისთვის ვწერ. ის 30 მილიონი ქართველი, რომლებიც 23-ე საუკუნეში წაიკითხავენ ჩემს ჩანაწერებს, ყოველივეს დადებითად შეაფასებენ, ამ უამრავ წინასწარმეტყველებასაც გამოიყენებენ და ბევრ სხვა რამესაც იტყვიან – ისინი დამაფასებენ!
დღეს დიდ მადლობას ვუხდი და ვლოცავ ჩემს ქვეყანას, იმ 23-ე საუკუნის საქართველოს, რომელიც არსებობას განაგრძობს დედამიწაზე. გეფერებით და მიყვარხართ! უფალმა არ მოგაკლოთ წყალობა და დადებითი კოსმიური ენერგიები, რათა იყოთ ქვეყანაზე მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს! დედამიწა კი ყოველთვის იარსებებს. თუმცა მსოფლიო მაშინაც დაიძაბება, მაგრამ საქართველო კვლავ გადარჩება, როგორც დღეს. უფალი არ გაგწირავთ და ეგ ომებიც გვერდს აუვლის 23-ე საუკუნის საქართველოს.

მიხარია, რომ ჩვენ საუკუნეების მიღმაც ვიარსებებთ და ვიქნებით, ქართველებო!

ვიმეორებ: წინასწარმეტყველება არავისი საკუთრება არ არის. იგი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და არა ორ ბანაკს შორის არსებულ ბრძოლას. ასეა. ჭკვიანი ადამიანი ღებულობს წინასწარმეტყველებას და ვინც მიიღებს მას ისე, როგორც არის ნათქვამი, ბევრი რამის შემსუბუქებას შეძლებს. ეს არის უძვირფასესი ინფორმაცია დედამიწისთვის, ყველა ადამიანისთვის და როგორ შეხედავთ და მიიღებთ კოსმიურ ენერგიას, ანუ წინასწარმეტყველებას, ეს უკვე თქვენი საქმეა, ადამიანებო.
ქილიკი კი მოქილიკეებთანვე რჩება. ასეა ასი პროცენტით. წინასწარმეტყველს ვერ დაარქმევ აგენტს და მატყუარას, მას ერთი სახელი ჰქვია – ინფორმაცია, რომელსაც ვერ გაანადგურებ, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს და მომავალში ზეაღმატებულად დააფასებენ.
და მე – ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, ვწინასწარმეტყველებ სწორედ იმ მომავლისათვის – ძლიერი, თავისუფალი და ულამაზესი სახელმწიფოსთვის 30 მილიონი ქართველით, რომელსაც საქართველო ჰქვია, რომლის დედაქალაქი ისევ თბილისია და ქართლის დედა ისევ ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს ნარიყალიდან. აი, ის ქართველები შეინარჩუნებენ ძველ ქართულ კულტურას, მის ძეგლებსა და ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს ქართული ისტორიისა. რაც მთავარია: დაბრუნებულია ტერიტორიები, მყარადაა დაცული საზღვრები, ქვეყანა ნეიტრალურია და დემოკრატიული. ვხედავთ, არც რუსული და არც ამერიკული გავლენა აღარ არსებობს საქართველოში. ვხედავთ, საქართველო კავკასიის გამაერთიანებელი ცენტრია, ანუ მისი გული და მნიშვნელოვანი, წამყვანი სახელმწიფოა.
რაც შეეხება რუსეთს, იგი იმ დროისთვის საკუთარ საზღვრებში ჩაკეტილი, დიდ ჭირ-ვარამგამოვლილი სახელმწიფოა, მაგრამ უკვე მოძლიერებული, რომელიც ისევ ეპაექრება ამერიკას. კვლავ პირველობისთვის მიდის ბრძოლა. საქართველო კი მათთვის ხელწამოსაკრავი აღარაა, პირიქით, ძალიანაც ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა, ვხედავთ. ეს 24-ე საუკუნეა, დიახ, 24-ე საუკუნის ძლიერი საქართველო.
მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავთ, თბილისის ძველი უბნები გადაკეთებულია იმ ძველი ნახაზების მიხედვით, რომლებიც დღეს, 21-საუკუნეშიც არსებობს, მაგრამ მათ განხორციელებას თავს ვერ აბამენ. იქ კი, მომავალში, ზუსტად ისე ააშენებენ, როგორც წარსულის თბილისში იყო თავისი ძველი უბნებით. საოცრად ლამაზია ყველაფერი!
აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებით საქართველოს სოფლებია მოძლიერებული. ქართველებს აღარ უჭირთ. დაცარიელებული სოფლები კვლავ ხალხით ივსება, არავინ არ გარბის სოფლიდან, პირიქით.
სულ სხვანაირია 24-ე საუკუნის საქართველო. იმ პერიოდში, ვხედავთ, უმნიშვნელოვანესია საქართველოს აბრეშუმის გზა, შავიზღვისპირეთი; ძლიერია კონტაქტი დასავლეთთან და ამერიკასთან.

იმ პერიოდში მსოფლიო ორ დიდ ომს გადაიტანს, მაგრამ არც მაშინ ექნება ამ ომებს შეხება საქართველოსთან.

ვხედავთ, უკრაინა ცალკე სახელმწიფოა. რუსეთთან მხოლოდ მეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. ყირიმი უკრაინას რჩება და შავ ზღვაზე რუსულ ფლოტს ვერ ვხედავთ!
იმ დროს აუცილებლად იქნება რუსეთ-ჩინეთის ომი, აუცილებლად! ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს (სხვათა შორის, ევროპა მხარს დაუჭერს მას). ის ტერიტორიები, რომლებიც ჩინელებმა დაიკავეს, რუსეთისაა და განიდევნებიან. რუსეთი ერთ გოჯ მიწასაც არ შეარჩენს ჩინელებს.
ტერიტორიული ომები გაგრძელდება. ისრაელი იკანონებს ტერიტორიებს. ომი შეწყდება, ზავი დაიდება მუსლიმებთან. ღაზის სექტორი არ იარსებებს. იქ ებრაელებს ვხედავთ.
საქართველო კი ძლიერი სახელმწიფოა, ძლიერი ჯარით, დაცული საზღვრებით. ამინ!
2008 წელი, 29 დეკემბერი
ვხედავთ, ხალხს არ სჯერა ოპოზიციისა და არ იცის, ვის მხარეს გადაიხაროს. ოპოზიცია არ გაერთიანდება. ახლად შექმნილი პარტიები ხალხს უფრო აღიზიანებს. პოლიტიკური თამაშები მოსახლეობისთვის მიუღებელია, მაგრამ ქვეყნები ასეთი გადათამაშებებითა და მიუღებელი ცვლილებებით იმართება. პოლიტიკური ხრიკებისა და ბინძური თამაშების უცოდინრობა იწვევს საზოგადოების დიდ პროტესტს და უნდობლობას. ამიტომ მათი რეაქცია სავსებით გამართლებულია, როცა უარყოფენ იმ გუნდს, რომელმაც მათთვის საძულველი, მიუღებელი მთავრობის გუნდიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. ასეთი გადათამაშებები ხალხს არ უნდა, რომ მიიღოს. მართალია, თუ კარგად აგინებენ პრეზიდენტს და მის გუნდს, ხალხს გულს მოფხანენ და შემოირიგებენ, მაგრამ მაინც ვერ მოიგებენ მათ გულებს. მაგალითად, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არ აპატიებენ. ერთი მხარე ოპოზიციისა კონტაქტში შედის მასთან, რათა მისი შესაძლებლობები და კავშირები გამოიყენოს; მეორე მხარეს მდგომი ოპოზიცია კი უფრთხის ექს-თავმჯდომარესთან კავშირს, რათა მათი რეიტინგი არ დაეცეს; მესამე მხარე ოპოზიციისა ფიქრობს, რომ სჯობს იდგეს ცალკე, რათა მერე, თუ ყველაფერი ჩაფლავდა, თქვან, ჩვენ ხომ გეუბნებოდითო და ა.შ.
დრო კი გარბის, უფლის საცერიც იცრება ბოლომდე. მოდიან მეცნიერები და გიორგი ბრწყინვალე.
სანამ ოპოზიცია არკვევს, ვინ ვისთან დგას, ვხედავ დასავლეთისა და ამერიკის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქართველოს მიმართ. შავ ზღვაზე ისევ დგანან ამერიკული სამხედრო გემები. ვხედავ ჯარისკაცებს. ეს მშვიდობისმყოფელები არიან.
რუსული ჯარი კი ნელ-ნელა იშლება, როგორც მათი მთავრობა. ვიმეორებ: რუსეთი თავის მზაკვრულ, ბინძურ გეგმებს ვერ განახორციელებს საქართველოში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსული ჯარი კარგა ხანს ვერ დადგება ფეხზე. დიდი რუსეთი იშლება. მალე ყოველივეს ფარდა აეხდება. რუსეთში დიდი კრიზისია. ამის დამალვას ვეღარ შეძლებს კრემლი. ეს ასეა ასი პროცენტით.
ამერიკასა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას რუსეთი ვერაფრით შეეწინააღმდეგება. პირველი, რაც სჭირდება ქართულ ჯარს – ეს არის ჰაერი და ვხედავ ორმოც-ორმოცდაათ ჯარისკაცს, რომლებიც ოფიციალურად მიჰყავთ ამერიკაში სასწავლებლად. ნამდვილი მფრინავები! ვხედავთ დასახელებას: „შავი ზღვის ლომები“. ისინი ძალიან ძლიერ და პრესტიჟულ სკოლას გაივლიან. ვხედავთ, ეს არ არის ერთჯერადი აქტი. კიდევ მრავალჯერ წაიყვანენ მფრინავებს მოსამზადებლად. ნახავთ, როგორი ძლიერი საჰაერო ჯარი ეყოლება საქართველოს. ამითაც დასრულდება რუსი მფრინავების სეირნობა, დიახ, სეირნობა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ვხედავთ, მომავალში, ბატონო რუსეთო, მოგიწევთ ანგარიში გაუწიოთ და პატივი სცეთ ქართულ სუვერენულ სახელმწიფოს. დიახ, იძულებული იქნებით. ეს ასეა ასი პროცენტით.

საქართველო იბრძვის და ყველა ბრძოლას მოიგებს!

წარსულში თავდადებულებმა გადაარჩინეს საქართველო და ქართველობა. რომ არა ისინი, ჩვენ აღარც ვიარსებებდით. თითოეული წვეთი სისხლი, დაღვრილი საქართველოსთვის, ეს თავდადებაა. დიახ, ყველა ისინი არიან თავდადებულები და გმირები! ტყუილად დედამიწაზე არაფერი ხდება. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს გმირები. ამინ!
დიდ ცოდვას დაიდებთ (ფრთხილად!), თუკი ვინმე იტყვით, რომ ამ გმირებმა ტყუილად იომეს. მე მათ – ამ გარდაცვლილ გმირებს, ნათელში ვხედავ, სადაც ბევრი სხვა ვერ მოხვდება, იმიტომ, რომ კოსმოსში მრავალი განზომილებაა და… ეს მიწიერ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ქართველი გმირები სამოთხეში არიან!!!
უაზრო სიკვდილი არ არსებობს; საერთოდ, უაზრო არაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ხდება, წინასწარ არის ბედისწერაზე დაწერილი. ეს ასეა. როგორ გაიგებთ ამას, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ მიწიერი არსება, ანუ ადამიანი, ვერაფერს შეცვლის. გამონაკლისი კი არსებობს. თუ კოსმიური ენერგია დაგეხმარათ, ბედისწერას ვერ შეცვლით, მაგრამ მძიმე დარტყმებს კი აიცილებთ. მაგრამ კოსმიური ენერგია ათასიდან ერთს თუ ეხმარება!
მალე ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვლება, უფლის წყალობით, უკეთესობისკენ, ანუ ხალხის სასიკეთოდ. ბევრი ძველი პოლიტიკოსი დატოვებს პოლიტიკურ არენას. ჩნდებიან ახალი, უცნობი სახეები, რომელნიც ხალხის ყურადღებას დაიმსახურებენ. ეს იქნება რამდენიმე ოპოზიციური პარტია. სხვათა შორის, ამაში დიდ როლს ითამაშებს დასავლეთი და ამერიკა. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო, როგორც ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო“, განაცხადებენ ისინი.
მთავრობა მაინც აკონტროლებს თითქოს ყველაფერს, მაგრამ ვხედავთ, არა ისე, როგორც წარსულში. თვითონაც ბევრ რამეს შეცვლიან. სურთ თუ არა ეს მათ, წინასწარმეტყველება ასი პროცენტით სრულდება ყოველთვის. ხალხი კი მშვიდად ელოდება, როგორ განვითარდება პროცესები. ისინი პოლიტიკოსების ისტერიას არ აჰყვებიან, ხალხი იმდენად გაიწვრთნა პოლიტიკაში, რომ ასე ადვილად ვერ აყრი, შენს ნებაზე ვეღარ არბენინებ და იმედებსაც ვეღარ გაუცრუებ. ხალხი ბრძენია, ბატონებო, თქვენზე კარგად ხვდება, რაც ხდება. ასე რომ, დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევს მთავრობასაც და ოპოზიციასაც, რათა საზოგადოება დაარწმუნონ.
ვხედავ, ხალხს ძალიან სწამს ჩვენი წინასწარმეტყველებებისა, რომლებიც ასი პროცენტით ასრულდება და ბევრი რამ შეიცვლება ჩემი საყვარელი ქართველებისთვის. ბევრი რამ გახდება ხილული, განსაკუთრებით კი ის, თუ ვინ ვინ არის და რას წარმოადგენს, რას აკეთებს და როგორ აკეთებს საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს შადიმანებს არ აწყობთ და გვებრძვიან, მაგრამ კოსმოსი ყველაფერს უკან დაუბრუნებს და წაშლის მათ ბოროტ ქმედებებს ისე, რომ ხმის ამოღების თავიც არ ექნებათ. ამინ! უფალი არ მოგცემთ იმის ნებას, რომ წინასწარმეტყველება შეურაცხყოთ. ბევრი რამ ასრულდა მთელი სიზუსტით და ბევრიც ასრულდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ცრუ, ვითომ წინასწარმეტყველი გაქრება, ანუ სხვა საქმით დაკავდება, მობეზრდებათ წინასწარმეტყველებების მოპარვა მათაც და ზოგ ვითომ პოლიტოლოგსა თუ ანალიტიკოსსაც. დიახ, სიცრუე აღარ იქნება, იმიტომ რომ ხალხი აღარ მოატყუებინებს მათ თავს და საერთოდაც, ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა მოვა დრო, ამას ვერავინ შეაჩერებს.
ვხედავთ, დედამიწა სუფთავდება და იწმინდება. ამინ! რუსეთი ნელ-ნელა კარგავს გავლენას საქრათველოში. ისინი გავლენ ჩვენი ქვეყნიდან, სურთ თუ არა, საკუთარი სახლი აქვთ მისახედი.
მითი უძლეველი რუსეთის შესახებ ქართულმა ჯარმა დაამსხვრია, რაც რუსეთმა საქართველოს ვითომ არ აპატია და აფხაზეთ-სამაჩაბლო წაგვართვა. თვითონაც კარგად იციან, რომ ქართველები არ დათმობენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ეს ტერიტორიები რუსეთისა არასდროს გახდება. 2008 წლის 7 ივნისს ვიწინასწარმეტყველე: „ვხედავთ, სწორედ ნავთობი და გაზი გადაიქცევა რუსეთის უბედურებად. საქართველოს კი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. „დიდი რუსეთი“, ვხედავთ, მომავალში საერთოდ მოშორდება საქართველოს თავისი ჯარიანად და კაზაკებიანად“. ასეც მოხდება და ყოველივე აღსრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველების ერთი ნაწილი ზუსტად ასრულდა, ახლა მეორის დროა და ისიც ასი პროცენტით ასრულდება.
ვხედავთ, როგორ მშვიდდება მომავალში საქართველო და ჩემი ხალხი. რუსული აგრესია აღარ იარსებებს. აი, ეს არის მთავარი. ბევრი უარყოფითი მოცილდება საქართველოს.
სამწუხაროდ, ვხედავთ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარდაიცვლება!
მთავრობაში ისევ მინისტრების ცვლა იქნება და ამაზე ხალხს არავითარი რეაქცია არ ექნება. ყველაფერი შეიცვლება, სანამ სრულიად საქართველო არ გაიწმინდება უარყოფითისგან. ვხედავთ, რჩებიან ნამდვილი პატრიოტები ქვეყნისა, ნამდვილი ქართველები, ვისაც გული სამშობლოსთვს უძგერს და არა ისინი, ვისაც არ უყვარს თავისი გაჭირვებული ხალხი და სკამის, მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ყველაფერს კადრულობს. ვხედავთ, რომ ამ პატარა, მწირი სულის ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ დასჯით კოსმოსი.
ხომ დიდი, ვრცელი სახელმწიფოა რუსეთი, მაგრამ ნახავთ, როგორ დაისჯება, როგორ დაკნინდება იგი, როგორ უღალატებენ მას მუსლიმური სახელმწიფოები ისევე, როგორც მათ უღალატეს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ საქართველოს. დიახ, არავის არაფერი არ შერჩენია და არც შერჩება.
ვხედავთ, ქართულ პოლიტიკაში მალე ყველაფერი სიკეთისკენ წავა. ბევრი სერიოზული, უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაწყდება დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან საქართველოს სასარგებლოდ. მათი დევიზია რუსეთის დაშლა.
რაც რუსებმა ავღანეთში მოიმოქმედეს, იმას საქართველოში ვერ განახორციელებენ, მაგრამ როგორც ავღანეთიდან გამოაბუნძულეს, ზუსტად ისე გააბუნძულებს საქართველოდან უფალი. ამინ!!!
ვხედავთ, როგორ იწმინდება ქართული ოპოზიციაც. როგორც ადრე აღვნიშნე, ბევრს უკვე ახდილი აქვს ნიღაბი, ბევრსაც მალე მოეხსნება და საკუთარ სახეს გამოაჩენს. ზოგ მათგანზე ხალხს გული დაწყდება, ზოგზე – გაუკვირდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიმართლე იხილეს, მაინც გაახარებს ქართველებს.
მოდიან მეცნიერები და უფალი მათ კარს უღებს ქართულ პოლიტიკაში. მოდის გიორგი ბრწყინვალე და ფრთხილად, შადიმანებო, რკინის ხელს ვერ გაექცევით. იგი არ მოგცემთ ბინძური პოლიტიკური თამაშის გაგრძელების საშუალებას, დარტყმას მოგაყენებთ. განსაკუთრებით ვერ იტანს მლიქვნელებს. იგი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი მმართველია.

„აკეთე საქართველოსთვის კარგი, აშენე და მოუარე შენს ხალხს და ვინც გინდა, ის იყავი“, – აი მისი დევიზი.

სიკეთეს კი, მოგეხსენებათ, შადიმანები ვერ გააკეთებენ, უბრალოდ, არ გამოუვათ და გზა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ეთმობათ წესიერ, სამშობლოს მოყვარულ მეცნიერებს. აი აქედან იწყება საქართველოს აყვავების პერიოდი. ამინ! ამინ! ამინ!
წყარო:https://www.facebook.com
კომენტარები