პოლიტიკა

ლეიბორისტებმა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა მატროსოვის ციხესთან აქციით გააპროტესტეს

შალვა ნათელაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია და მის გარდა, საქართველოს ციხეში ამ სტატუსით კიდევ ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს.

შალვა ნათელაშვილი:

_ დიქტატორის უკანასკნელი საფეხური გახლვათ მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები. საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისთვის და ეს გახლვათ ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. მინდა მოვუწოდი ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო გაქვს დარჩენილი, ხალხის დიდი რისხვა გელოდება! გაათავისუფლე, პოლიტიკური პატიმრები, იმისათვის რომ მერე, სასამართლო განაჩენში ერთი-ორი წელი მოგაკლდეს. მანამდე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუჩეროს უფლებამოსილება ,,ქართული ოცნების“ დელეგაციებს, რომლებიც იქ არიან, მილიონებს ხარჯავენ და პუტინი საქმეს აკეთებენ, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. მახსენდება გერმანელი პასტორის მარტინ ნიიმიოლერის ფრაზა, რომელმაც თქვა; როდესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაიწყეს კომუნისტების დაჭერა მე ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვიყავი, როდესაც მიადგნენ კათოლიკეებს მაშინაც არ ამომიღია ხმა, რადგამ კათოლლიკე არ ვიყავი, როდესაც ებრაელებს იჭერდნენ ჩუმად ვიყავი, რადგან ებარელი არ ვიყავი და როცა ჩემთან მოვიდნენ აღარავინ იყო ხმის ამომღები. ხმა უნდა ამოვიღოთ და რეჟიმიც და ეს უკანონო ციხეც ხუხულასავით დაიმსხვრევა! დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ მჩგავრელი რეჟიმის დამარცხებას!

Related Articles

Back to top button
Close