,,მაღაზიაში ვიწრო თვალებიანი ცოლ-ქმარი გამოჩნდა. ისეთი ამბავი ატყდა, თითქოს კორონავირუსი შემოვიდა საკუთარი ფეხით…”
,,რამდენიმე დღეა თბილისში ვარ და ისეთი ისტერია ვნახე ამ კორონა ვირუსზე, მგონი, ჩინეთში არაა ასე…მესმის, რომ სიფრთხილე უნდა დავიცვათ, მესმის, რომ ზომები უნდა მივიღოთ, მაგრამ ასეთი პანიკა არ შეიძლება, ხალხნო…რაღაც ძალიან კომიკური ვითარებაა საქართველოში, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალიან უზრდელურ და უტაქტო დამოკიდებულებაზე ვინც კი წვრილთვალებაა, ან დაახველებს ან იტალიაშია ნამყოფი…
გუშინ ნიკორას მაღაზიაში შევედი და ვიწრო თვალებით ცოლ-ქმარი შემოვიდა, ისეთი ამბავი ატყდა, გეგონებოდა, თავად კორონა ვირუსი დადიოდა ფეხებზე… ერთმა ხელის მიშვერით მიაძახა რა ნიკორა აუტყდათ ამათ ამ ღამეო, მეორემ წაეთრიეთ ერთი საიდანაც ჩამოხვედითო და ყველა გაურბოდა, ზურგს აქცევდა…საწყლები ისე იყურებოდნენ არც იცოდნენ რა ეთქვათ…ამას რა ქვია არ ვიცი, ტეხავს რა სულ რომ არაფერი….” _ წერს უფლებადამცველი, საფრანგეთში მცხოვრები კოკა კვინიკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.