დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ივანიშვილი მართლა აგონიაშია. გიგიზე შური იძია და სჯის პატიმრობით. როგორც ჩანს, სრულიად უსაფუძვლოდ ეგონა, რომ გიგი უგულავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქნებოდა ზომიერი და ფრთხილი. მოტყუვდა და მთელი სახელისუფლებო არსენალი გამოიყენა დამფრთხალმა მაფიოზმა გიგის დასასჯელად. გიგასაც ხომ ემუქრება 5 წლის წინ შეჩერებული ფსევდოსაქმის ” გაცოცხლებით”.
თადუმაძეც ამ შეკვეთის შესრულებისთვისაა იქ გამწესებული. აქამდეც ხომ ამ გზაზე იდგა, 20 ივნისი აკადრა საქართველოს მოქალაქეებს.
რეპრესიების გზაზე შედგა საბოლოოდ ივანიშვილი.
სპეციალურად ძაბავს ვითარებას და პოლარიზაციას აღრმავებს.
ბიძინა ასლანის გზას საბოლოოდ დაადგა. ესაა ხიდების დაწვის, თვითიზოლაციის გზა. ასლანის ხვედრი მისთვის სანატრელიც შეიძლება აღმოჩნდეს.
საქართველომ არ აიტანა და არ აიტანს უღირსებო მმართველს. კურდღელი ივანიშვილი…მაინც არჩევნებით დავსჯით, მწარედ დავსჯით.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები