პოლიტიკა

,,კობახიძეებმა ჩააგდეს ამ ვითარებაში ქვეყანაც და ბიძინა ივანიშვილიც…”

ირმა ინაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი:
 _ ირაკლი კობახიძემ თავი დაანებოს ჩვენს წინააღმდეგ მგზნებარე კოორდინატორების დარაზმვას და სრულიად სამარცხვინო მესიჯების გავრცელებას, თითქოს ვიღაცის თამაშს ვთამაშობთ და თითქოს ჩვენი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე. სწორედ ირაკლი კობახიძემ და ზოგადად პოლიტიკურმა კობახიძეებმა ჩააგდეს ამ ვითარებაში ქვეყანაც და ბიძინა ივანიშვილიც. იმედია, ახლა მაინც აანალიზებს ივანიშვილი, ვისთან აქვს საქმე.
კოორდინატორების დარაზმვა და “ფეისბუქში” ორგანიზებული პოსტების წერა, რომ თითქოს ჩვენ მხარდამჭერები არა გვყავს, რომ თითქოს შევეკარით ვინმეს და თითქოს კორონაა და აქციების ჩატარება დანაშაულია, უტიფარი დემაგოგია და ტყუილია და ვერანაირად ვერ გადაფარავს კობახიძის დანაშაულს, რასაც ჰქვია არჩევნების ტოტალური გაყალბება. ისე, მაინტერესებს, “ქართული ოცნების” აქტივი საარჩევნო უბნებზე ტაშ-ფანდურს რომ მართავდა, მაშინ კორონას გავრცელების საფრთხე არ იყო?
ყველას გასაგონად ვამბობ: “ქართულ ოცნებას” პატრიოტების რეზოლუციისთვის რომ დაეჭირა მხარი, ქვეყანა დღეს ამ უბედურებაში არ იქნებოდა, მაგრამ რა მხარს დაუჭერდნენ, სიამ- ტკბილობდნენ ერთმანეთთან ბოლო 8 წელია. ცინიზმი არაა, გავიმარჯვეთ დამნაშავეებზეო, აქაც ორგანიზებულ პოსტებს რომ წერდნენ?! სად გაიმარჯვეთ, რა გაიმარჯვეთ, ესაა გამარჯვება?! ვაი, საქართველოს თქვენს ხელში!
ასევე, ყველას ვეუბნები: თვალის დახუჭვა იმაზე, რაც მოხდა, არის უზნეობა! არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ფეიკ-ოქმებს ავრცელებენო, აქაც ორგანიზებულ კამპანიას რომ ეწევით, რა ფეიკი, მთელი თქვენი არჩევნები ფეიკია. ცესკოს საიტზე დევს ეს ოქმები, ცესკოც ფეიკია ამ ლოგიკით.
7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე პატრიოტები ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე! არ მოხდება ამ გაყალბებული არჩევნების აღიარება. ყველა გამყალბებელი დაისჯება.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
უსამართლობას და უკანონობას სააკაშვილის რეჟიმის დროს არ შევგუებივართ. ახლა ასმაგად არ შევეგუებით და ასმაგად მოგთხოვთ პასუხს.
მე და ჩემნაირებმა 17 წელი შევალიეთ ამ ბრძოლას, კიდევ 17 წელი არც მე მაქვს დასაკარგი და მითუმეტეს, არც ჩვენს ქვეყანას.

Related Articles

Back to top button
Close