პოლიტიკა

,,ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის თანხას”

ლეიბორისტული პარტიის განცხადება:

_ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა უფასო ფულის გამომუშავება თავისთვის.
მან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძინა 18,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გამოაცხადა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, შეიძინა კომპანია „ბიტფურისგან“ აპარატები, რომლებიც ელექტროენერგიის უზარმაზარი რაოდენობით მოხმარების ხარჯზე, გამოიმუშავებენ ელექტრონულ ვალუტას – ბიტკოინს.
შეგახსენებთ, რომ მრავალ სახელმწიფოში მსგავსი საქმიანობა აკრძალულია, ხოლო საქართველო კრიპტო-ვალუტის გამომუშავებით მსოფლიო ქვეყნების ათეულშია!

? მსგავსი დატაცენტრი ფუნქციონირებს დედაქალაქის მასშტაბით გლდანში, ასევე გორში, ქუთაისში და რამდენიმე გასაიდუმლოებულ ლოკაციაზე.

? კომპანიის მიერ ელექტრო ენერგიის უდიდესი რაოდენობით მოხმარება ბუნებრივია აისახება ქვეყნის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საერთო სტატისტიკაზეც.

? სემეკის განმარტებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მატება კი განაპირობებს მასზე ტარიფის ზრდას.
? საყურადღებოა, რომ შერჩევითი სამართლის საფუძველზე, უბრალო მოკვდავთათვის ელექტროენერგიის საფასური 23 თეთრია, ხოლო ბიტკოინების კომპანიისთვის 11 თეთრს შეადგენს.

? გამოდის, რომ ისევ და ისევ მოსახლეობა ზარალდება, ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის თანხას, ხოლო ეს კომპანია ელექტროენერგიის მოხმარების სანაცვლოდ იღებს ელექტრონულ ვალუტას – ბიტკოინს. იგივე – შავ ფულს, რომლის კონტროლიც შეუძლებელია.
ამჟამად 1 ბიტკოინის ფასი 11 800 დოლარია.
დასკვნა თქვენთვის მოგვინდია…

Related Articles

Back to top button
Close