სიღნაღის ამბები

სიღნაღის რაიონში უპატრონობით განადგურებულ სოფლის სასაფლაოს მაყვალი ,,დაეპატრონა” (აღმაშფოთებელი კადრები)

ეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის ერთ-ერთი სასაფლაოა. უპატრონობით განადგურებულ სოფლის სასაფლაოს მაყვალი დაეპატრონა და თითქმის ყველა საფლავს ,,ჭამს”. სასაფლაოს არ აქვს ღობე და როგორც გვითხრეს, აღარც მისი მომვლელი არსებობს.  ეს შტატი გააუქმესო, გვითხრეს ვაქირელებმა. სასაფლაოს ტეროტორიაზეა განთავსებული ისტორიული ძეგლი, ჩვენი ინფორმაციით მე-6 საუკუნის ტაძარი, რომელიც ამჟამად დანგრეულია და მასაც მაყვალი და ეკალ-ბარდი აქვს გადაფარებული. სოფლის რწმუნებული გამგეობას უჩივის, თანხებს არ გვიყოფენ და ცარიელი ხელებით რას გავაკეთებთო? ეს ის მუნიციპალიტეტია, სადაც უფულობა თანამდებობის პირთა ხელფასებს და განცხრომილ ყოფას არ ეტყობა. ბიუჯეტის ნაკლები ფული მხოლოდ მოსახლეობაზე და მათ ყოფაზე აისახება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close