საზოგადოება

,,იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას სოფლისთვის მიეხედა, პრიორიტეტად ტურიზმის სფერო გამოაცხადა”

,,იმის ნაცვლად, რომ საგანგები რეჟიმის გამოცხადების პარალელურად, ხელისუფლებას, მეორე ხელით, საგაზაფხულო სამუშაოების წახალისებაზე ეზრუნა და სოფლებისთვის მიეხედა, პრიორიტეტად ტურიზმის სფერო გამოაცხადა. ელემენტარულად, ხალხი თესლს ვეღარ ყიდულობდა, სათესლე მასალით მაინც მოემარაგებინათ სოფლები, ძალიან ძნელია იმის აღრიცხვა, რამდენი ოჯახი დაბრუნდა სოფელში, რამდენი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწა დამუშავდა ან კიდევ რამდენს ჰქონდა დამუშავების სურვილი, რომ მიშველებოდა ხელისუფლება. არა, ამის ნაცვლად, სწრაფი შემოსავალი, ტურიზმი არჩია.

ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მძლავრობს ფსევდო პანდემია, ხომ? 5 000 ადამიანი კარანტინში ჰყავთ, იხვეწება ის ხალხი, არაფერი გვჭირს, გაგვიშვით სახლებშიო. ახლა ტურისტები უნდა დავამატოთ იმათ და რა გამოდის ამით? მეც კი გავიხლართე ამ ლაბირინთში…

უკვე აღვნიშნე, რომ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მგონია, ახლა ტურისტები ჩასაფრებულები იდგნენ და ელოდნენ, როდის გავხსნით საზღვრებს, რომ ჩვენს ზღვაზე დაისვენონ კარანტინგამოვლილებმა, ან ჩვენს მთებს შეესიონ. გონივრულობა და თანმიმდევრულობაა ქვეყნის მართვა. სოფლის მეურნეობაში ჩადებული ფული კი არ იძლევა სწრაფ ეფექტს. სამაგიეროდ, ჭკვიანები აფინანსებენ მარნეულის მიწებს და მოსავალსაც ის ჭკვიანები წაიღებენ. მარნეულის ხვნა-თესვას წლეულს ევროკავშირი და გაერო აფინანსებს. როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის? არ დარჩეთ წლეულს მშივრებიო? ჩემი ოჯახის შემოსავალიც ტურიზმზეა დამოკიდებული, მიკერძოებად რომ არ ჩამითვალოთ. უბრალოდ, მდიდრები შეწუხდნენ დაკეტილი სასტუმროებით და სურთ შემოსავალი. ხელისუფლებაც წინ ვერ აღუდგა მათ სურვილსა და ზემოქმედებას.

თუ რატომ არის ეს პანდემია ფსევდო, ნება მიბოძეთ ჩემი აზრი ჩემთვის მქონდეს, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადდება და ესეც გაცხადდება უფლის მადლით. რაც აქამდე მითქვამს, მართლდება” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close