პოლიტიკა
,,კახა ოქრიაშვილი მულტიმილიონერია და 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული ბოლო 6 წელში”
ალეკო ელისაშვილი, პოლიტიკოსი:
_ აბსოლუტურად სხვა დრამატურგია შემოგვთავაზეს დმანისში, სადაც კამპანიის “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ფარგლებში ჩავედით.
ქალაქის შემოსასვლელში დაგვხვდა უზარმაზარი ბანერი ოპოზიციისადმი მისალმების და შენობებზე გაკრული იყო პერსონალური მისალმების პლაკატები. კახა ოქრიაშვილს აქვს ძალიან გამძაფრებული პოლიტიკური ინსტინქტები და როგორც ჩანს, იგრძნო საიდან ქრის ძლიერი ქარი და დაიწყო ჩვენთან და ოპოზიციასთან ხიდების აშენება. მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის შერეული სიტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და აღატაკებს. აგერ, მთელი დმანისიც დაცლილი ხალხისგან. 5 ადამიანი თუ დადის ამხელა რაიონში იმ დროს, როდესაც ოქრიაშვილი მულტიმილიონერია და 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული ბოლო 6 წელში. ჩვენ მტკიცედ ვართ იმ პოზიციაში, რომ ფეოდალი მაჟორიტარებისგან უნდა გაიწმინდოს ეს ქვეყანა და ჩვენ კამპანიას “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” სხვა რეგიონებშიც განვაგრძობთ.
.