საინტერესო

,,კარლო ღურწკაიამ ასეთი რამ მომიყვა: გვიან ღამით, ჩემთან მოვიდა ნაბადმოსხმული მამაკაცი, წვერმოშვებული…”

კონსტანტინე, კოკო გამსახურდია:

_ ზვიადი და დათა თუთაშხიას სახე

ახლახანს ფონდი “ქართუს” ხელშეწყობით ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დასრულდა უწინ ლუდმილა და კარლო ღურწკაიების კუთვნილი სახლის მუზეუმად გადაკეთების სამუშაოები. ეს ის სახლია, სადაც თავისი მიწიერი ცხოვრება დაასრულა საქართველოს დევნილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. დღეს იქ მოეწყობა მისი ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიცია, კულტურული და სალექციო ცენტრი, პარკი, აშენდება საყდარი და ა.შ.

მისი ცხოვრების ბოლო 45 დღე სამეგრელოს სოფლებში და ზოგჯერ მიუვალ ადგილებში ყოფნისა განსაკუთრებულად გამოვიკვლიე საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში, სადაც ვხელმძღვანელობდი მომკვლევ კომისიას ამავე საკითხზე. კომისიაში ყველა ფრაქციიდან 11 დეპუტატი შედიოდა. როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტმა დაახლოებით 1993 წლის დეკემბრის 25-ს დატოვა ჯონსონ კვარაცხელიას სახლი ჯიხაშკარში. მას უთხრეს, სახლი გაყიდულიაო, აქ დარჩენა საშიშიაო. ამის შემდეგ ის ძველი ხიბულასკენ წავიდა. აქედან ყველაფერი ირევა, არაფერი აღარ ემთხვევა ერთმანეთს…..

კარლო ღურწკაიამ ასეთი რამ მომიყვა: გვიან ღამით, ჩემთან მოვიდა ნაბადმოსხმული მამაკაცი, წვერმოშვებული, თავზე კავკასიური ფაფახით. მან მეგრულად მკითხა:

სიტიბა ქორენია? ანუ სითბო გაქვსო? ეს კაცი ზვიადი იყოო.

გამახსენდა რომ დათა თუთაშხიაც სითბოზე იკითხავს სიკვდილის წინ, როდესაც გუდუნა გაუღებს კარებს. ხმელი შეშა ხომ არ გაქვს, ნაბადი რომ გავაშროო.

Related Articles

Back to top button
Close