საზოგადოება

ისრაელმა საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ყველა ავიარეისი გააუქმა

ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი საერთაშორისო ავიარეისებს დროებით წყვეტს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება ისრაელის მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი ადამიანი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება.

რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია გასცა, რომ ქვეყნის საზღვრები არ დატოვონ.

რაც შეეხება ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნება სურთ, მათი ტრანსპორტირებისთვის ავიაკომპანია ჩარტერული ავიარეისების დანიშვნას გეგმავს.

საერთაშორისო ავიარეისების შეჩერების შესახებ განაცხადა კიდევ ერთმა ისრაელურმა ავიაკომპანია Arkia-მაც. რაც შეეხება ავიაკომპანია  El-Al-ს, მის მენეჯმენტს საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფრენების შეჩერებაზე ამ დროისათვის არ მიუღია.

ავიაკომპანიები ფრენებს, დროებით, მარტის ბოლომდე წყვეტენ.

ავიაკომპანია  Israir Airlines-ი, Arkia და El-Al-ი საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებდნენ. Israir Airlines-ი  თელ ავივიდან რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა. ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში  Israir Airlines -ს თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, ხოლო ბათუმის მიმართულებით სიხშირით უნდა ეფრინა.

რაც შეეხება ავიაკომპანია Arkia-ს, ის თელ ავივიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით ოპერირებდა.

უკვე ქართული მხარის მიერ დადასტურებულია, რომ საქართველოს მიმართულებით, მარტში დაგეგმილი ავიარეისები გააუქმა El-Al-მა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close